ხუთი წლის გოგონამ ახალშობილი ძმა ფანჯრიდან გადააგდო... - უმძიმესი ტრაგედიის დეტალები - მშობლები

ხუთი წლის გოგონამ ახალშობილი ძმა ფანჯრიდან გადააგდო... - უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

2025-10-27 08:33:41+04:00

ხშირად ხდება, რომ უფროსი შვილები ახალდაბადებულ დედმამიშვილებზე ეჭვიანობენ და მათი დაზიანების სურვილიც კი უჩნდებათ. ფსიქოლოგები გამუდმებით ურჩევენ მშობლებს, ბევრი ესაუბრონ პირველ შვილს, სანამ პატარა გაჩნდება. მშობლების ყურადღება ამ დროს გამძაფრებული უნდა იყოს... სამწუხაროდ, კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა მოხდა - ამჯერად, თათრეთში. ბავშვების მამა სამუშაოზე იყო, დედის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა.

გამვლელებმა მრავალსართულიანი სახლის ფანჯრებქვეშ ახალშობილის ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მხოლოდ 22 დღის იყო, მისი ოჯახი კი მეოთხე სართულზე ცხოვრობს. მშობლებმა ბავშვები უმეთვალყურეოდ დატოვეს და უფროსმა დამ, 5 წლის გოგონამ პატარა ბავშვი, რომლის დაბადებასაც ძალიან რთულად შეხვედრია, ფანჯრიდან გადმოაგდო.

ამჟამად საქმის ძიება მიმდინარეობს. მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გულგრილობისა და არასრულწლოვნების საფრთხეში დატოვების ბრალდებით.

ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვს განვითარების ან ფსიქიკის პრობლემები აქვს და სერიოზულად გამოსაკვლევია. სხვები მშობლებს ლანძღავენ ბავშვების მარტო დატოვებისთვის.

კაცმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი გადაარჩინა - გამაოგნებელი ვიდეო