საოპერო მომღერლების პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართველი კატო ბუაჩიძეა - მას ჯილდო პლასიდო დომინგომ გადასცა (ვიდეო) - მშობლები

საოპერო მომღერლების პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართველი კატო ბუაჩიძეა - მას ჯილდო პლასიდო დომინგომ გადასცა (ვიდეო)

2025-10-27 11:26:38+04:00

ცნობილი საოპერო მომღერლის, პლასიდო დომინგოს მიერ დაარსებულ პრესტიჟულ კონკურსზე, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ოპერის მომღერლებს ავლენს - ოპერალიაზე - 2025 წლის გამარჯვებული ქართველი მეცოსოპრანო ეკატერინე ბუაჩიძე გახდა. მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავდა ფინალში, თუმცა გამარჯვება მოიპოვა და პლასიდო დომინგომ პირადად გადასცა ჯილდო.

557759808-1216132927215000-2521429648152205790-n-1761550758.jpg

571320235-1235110021983957-8710623161395094903-n-1761550759.jpg571232287-1235436685284624-6909855357673228554-n-1761550758.jpg

"დღეს კატომ ისტორია დაწერა, მისი ნიჭიერებით, მონდომებით, შრომითა და სილამაზით.
კატო მანათობელი ვარსკვლავია და მას მუდამ დაინახავთ დიდ სცენაზე!
გამარჯობა ქართველებო, დაიმახსოვრეთ მისი სახელი", - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ხასია და ვიდეოს აქვეყნებს: