რისთვის არის სასარგებლო მჟავე კომბოსტო და რომელ დღეებში ჯობს მწნილის ჩადება მთვარის ფაზების მიხედვით - რეცეპტები და ხელსაყრელი თარიღები - მშობლები

რისთვის არის სასარგებლო მჟავე კომბოსტო და რომელ დღეებში ჯობს მწნილის ჩადება მთვარის ფაზების მიხედვით - რეცეპტები და ხელსაყრელი თარიღები

2025-10-27 11:48:31+04:00

დამწნილებული კომბოსტო ზამთარში ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილ საბადოდ იქცევა. ცნობილი ფაქტია, რომ ფერმენტაციის პროცესში კომბოსტო რამდენჯერმე უფრო სასარგებლო ხდება. მის შემადგენლობაშია არა მხოლოდ A, C, E და B ჯგუფის ვიტამინები, არამედ მიკრო და მაკროელემენტები — ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, თუთია, გოგირდი და იოდი, რომლებიც გაზაფხულამდე ნარჩუნდება.

ორგანიზმის C ვიტამინზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღეში მხოლოდ 100 გრამი დამწნილებული კომბოსტოც საკმარისია. C ვიტამინის რაოდენობით ეს პროდუქტი ლიმონსაც კი აჭარბებს. ამასთან, ის დაბალკალორიულია — 100 გრამში მხოლოდ 20 კკალ. ვიტამინების გარდა, დამწნილებული კომბოსტო ჯანმრთელობისთვის სხვა სარგებელსაც იძლევა.

mzhave-kombosto-1761554096.jpg

  • - აძლიერებს იმუნიტეტს;
  • - ამაგრებს ძვლებს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას;
  • - აძლიერებს კბილებს;
  • - აუმჯობესებს მხედველობას;
  • - ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;
  • - ამცირებს ქრონიკულ დაღლილობას;
  • - აფერხებს დაბერების პროცესს.

გარდა ამისა, დუღილის შედეგად მასში წარმოიქმნება რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც ლპობის ბაქტერიებს ებრძვიან და მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ამიტომაც ზამთრისთვის ნამდვილად ღირს კომბოსტოს დამჟავება!

როდის უნდა ჩავდოთ კომბოსტო დასამჟავებლად მთვარის კალენდრის მიხედვით?

ხალხური რწმენით, მთვარის ფაზები გავლენას ახდენენ დამჟავებული კომბოსტოს ხარისხზე: მზარდ მთვარეზე იგი უფრო ხრაშუნა გამოდის და უკეთ ინახება, ხოლო კლებად მთვარეზე დუღილი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა კომბოსტო შესაძლოა, უფრო რბილი იყოს. სჯობს გადავდოთ კომბოსტოს ჩადება მზარდი მთვარის დღეებისთვის, რათა რბილი ან მწარე არ გამოდგეს ან ზედმეტად სწრაფად არ დამჟავდეს.

მზარდი მთვარის დღეები უახლოეს თვეებში, როცა მწნილის ჩასადებად საუკეთესო პერიოდია:

2026 წლის ოქტომბერი — 22-31 ოქტომბერი;

- ნოემბერი — 1-4 და 21-30 ნოემბერი;

- დეკემბერი — 1-4 და 21-31 დეკემბერი.

სავსე მთვარე (როცა არ უნდა დავამჟაოთ):

- 5 ნოემბერი;-

5 და 20 დეკემბერი.

როგორ დავამჟავოთ კომბოსტო — ძირითადი რჩევები

mcnili-1761554011.jpeg

  • კომბოსტო შეიძლება იყოს როგორც დამწნილებული, ისე დამარინადებული. განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში დუღილი ბუნებრივად მიმდინარეობს ბაქტერიების დახმარებით, ხოლო მეორეში მჟავიანობა მიიღწევა ძმრის დამატებით.
  • დასამჟავებლად უნდა შეირჩეს გვიანი, კარგად მომწიფებული თეთრთავა კომბოსტო.
  • მომზადებამდე მოაცალეთ გარეთა ფოთლები, გარეცხეთ და გაშრეთ. დაჭერით დანით ან სპეციალური საჭრელით.
  • საშუალო სისქის ზოლებად დაჭერით — არც ძალიან წვრილად და არც ზედმეტად სქლად. რაც უფრო თანაბარი ზომის იქნება ნაჭრები, მით უფრო თანაბრად დამარილდება კომბოსტო. ზოგიერთ რეცეპტში ბოსტნეულს კვადრატებადაც ჭრიან.
  • გამოიყენეთ ჩვეულებრივი, არა იოდირებული მარილი.
  • დამატებით შეიძლება ჩაემატოს შაქარი, წიწაკა, ბოსტნეული, სხვათა შორის, ხილი ან კენკრაც. განსაკუთრებით პოპულარულია კომბოსტო ჭარხლით. დამწნილებული ვაშლით ან კენკრით (მაგ. ჟოლოთი ან მოცვით), ვიტამინებით კიდევ უფრო მდიდარი გამოდის.

კომბოსტოს მწნილის 3 პოპულარული რეცეპტი

kombostos-mcnili3-1761554041.jpg

ტრადიციული კომბოსტოს მწნილი მოსახუფად

დაგჭირდებათ:

- თეთრთავა კომბოსტო — დაახლოებით 6 კგ;

- სტაფილო — 150 გ;

- წყალი — 5 ლ;

- მარილი — 250 გ.

კომბოსტო დაჭერით, აურიეთ გახეხილ სტაფილოსთან. მოამზადეთ მარილიანი ხსნარი: ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, რამდენიმე წუთით ადუღეთ და ცხლად დაასხით კომბოსტოს. გააჩერეთ 3 დღე, დროდადრო აურიეთ. შემდეგ გადაანაწილეთ ქილებში თავისსავე წვენთან ერთად და შეგიძლიათ მოხუფოთ.

დამწნილებული კომბოსტო ჭარხლით

728x486-1-e99977cd5fc6c6d44480291cc9c44e411000x667-0xft7dopsz-8281502383121858634-1761554055.jpg

დაგჭირდებათ:

- თეთრთავა კომბოსტო — 5 კგ;

- ჭარხალი — 2 საშუალო ზომის;

- ნიორი — 10 კბილი;

- წყალი — 5 ლ;

- შაქარი — 10 ს.კ.;

- მარილი — 10 ს.კ.;

- პილპილის მარცვლები;

- დაფნის ფოთოლი — 6 ც.

;- ცხარე პილპილი — გემოვნებით;

- 9%-იანი ძმარი — 0.5 ლ.

კომბოსტო დაჭერით კვადრატებად, ჭარხალი ნაჭრებად, ნიორი დაჭერით. ფენებად ჩააწყვეთ ქილაში: კომბოსტო, ჭარხალი, ნიორი, პილპილი, დაფნის ფოთოლი.

მოამზადეთ მარილწყალი: წყალში ჩაყარეთ მარილი, შაქარი, პილპილი, ადუღეთ, შემდეგ ჩაასხით ძმარი და ცხლად დაასხით კომბოსტოს. დაახურეთ ისე, რომ არ ამოტივტივდეს. გააჩერეთ 2 დღე თბილ ადგილას, შემდეგ გადაიტანეთ სიგრილეში.

კომბოსტოს მწნილი სტაფილოთი

kombostos-mcnili-1761554080.jpg

დაგჭირდებათ:

:- თეთრთავა კომბოსტო — დაახლოებით 2 კგ;

- სტაფილო — 1 ცალი;

- წყალი — 1 ლ;

- შაქარი — 250 გ;

- მარილი — 2 ს.კ.;

- 9%-იანი ძმარი — 1/3 ჭიქა.

კომბოსტო დაჭერით თანაბარ კვადრატებად ან წვრილ ზოლებად, სტაფილო გახეხეთ. ქილაში ფენებად ჩააწყვეთ ორივე, არ დააჭიროთ. მოამზადეთ მარილწყალი: ადუღებულ წყალში ჩაყარეთ შაქარი და მარილი, ცოტა გააციეთ და დაამატეთ ძმარი. დაასხით კომბოსტოს და შეინახეთ ცივ ადგილას. სამი დღის შემდეგ მზად იქნება.