ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღი ახლოვდება და უამრავმა მოქალაქემ ამასთან დაკავშირებით SMS შეტყობინებებიც მიიღო. სამწუხაროდ, ბევრისთვის ბოლომდე გაუგებარია, კონკრეტულად რა სახის ქონება იბეგრება, რამდენი აქვს გადასახდელი და სად და როგორ უნდა გადაიხადოს ეს თანხა.
თუ თქვენი ოჯახის შემოსავალი მიმდინარე წლის წინა კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აღემატებოდა 40 000 ლარს (იკრიბება ოჯახის და არა მარტო ერთი პირის) და ფლობთ დასაბეგრ ქონებას,(დასაბეგრ ქონებას მიეკუთვნება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები, აგრეთვე, ლიზინგით გაცემული ქონება.) მაშინ მოგიწევთ, ქონების გადასახადი გადაიხადოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხელფასით მიღებული შემოსავალიც დაიბეგრება ხელმეორედ. ის უკვე დაბეგრილია. გადასახადი სხვა ქონებას შეეხება.
ოჯახს წარმოადგენს: ფიზიკური პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე თუ პირთან მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი.
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებობს კალკულატორი და კითხვარის შევსების შემდეგ, პროგრამა დაწერს, ფიზიკურ პირს ქონების გადასახადის გადახდა უწევს თუ არა.
სამი კალკულატორია:
კალკულატორების ლინკი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
როგორც შემოსავლების სამსახურში განგვიცხადეს, აღნიშნულ ლინკზე თუ ადამიანები თავიანთ მონაცემებს შეიყვანენ, კითხვარს შეავსებენ, შეიტყობენ, უწევთ თუ არა ქონების გადასახადის გადახდა და რამდენი უნდა გადაიხადონ.
ქონების (მათ შორის, მიწის) გადასახადის გადახდა შეგიძლიათ, სწრაფი გადახდის აპარატებისა და მობაილ ბანკის მეშვეობით სახაზინო კოდით:101001000
იმ პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა მიუთითოთ, ვინც დეკლარაცია წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 1-ელ მარტამდე შეძენილი 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასახადისაგან თავისუფლდება.
რაც შეეხება მემკვიდრეობით გადაცემულ ქონებას, როგორც შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, თავად მემკვიდრეობით გადაცემა თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. თუ ეს ქონება 2024 წელს პიროვნების სახელზე ფიქსირდებოდა, დეკლარაციაში შეჰყავს.
მიწასა და სახლზე ინფორმაცია ცალ-ცალკე შეგყავთ. მნიშვნელობა აქვს, ტერიტორიასა და ადგილმდებარეობას. როდესაც მონაცემებს შეავსებთ, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ნახავთ, მოგიწევთ თუ არა გადახდა.
შეგახსენებთ, ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა კალენდარული წლის 15 ნოემბერია, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. წელს აღნიშნული თარიღები შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად, ბოლო ვადად 17 და 3 ნოემბერია განსაზღვრული.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 2 299 299