„საკითხავის ფესტივალის“ ექსკლუზივი - „კუპატას თავგადასავალი“ - მშობლები

„საკითხავის ფესტივალის“ ექსკლუზივი - „კუპატას თავგადასავალი“

2025-10-27 14:53:54+04:00

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით „თბილისი მოლი“ ნამდვილ წიგნის სამყაროდ გადაიქცევა - პირველად გაიმართება „საკითხავის ფესტივალი“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად ტარდება და მთელი თვის განმავლობაში მიმდინარე საიუბილეო ღონისძიებებს საზეიმოდ დააგვირგვინებს.

სამი დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებათ დაუვიწყარი წიგნის შოპინგი: 30%-იანი ფასდაკლება ყველა გამოცემაზე და დამატებით 30%-იანი ქეშბექი თიბისი ბანკის, ახალი ბარათებით გადახდისას, საჩუქრები ყოველ შენაძენზე, გათამაშებები, პრიზები და მრავალფეროვანი არჩევანი - თანამედროვე ბესტსელერებიდან კლასიკამდე, საბავშვო წიგნებიდან ფილოსოფიურ ლიტერატურამდე. სპეციალურ საბავშვო ზონაში პატარებს დახვდებათ საყვარელი გმირები და თამაშები, უფროსებისთვის კი ეს იქნება შესაძლებლობა, განაახლონ საკუთარი ბიბლიოთეკა და შემოდგომის დღეები გაატარონ შთაგონების ატმოსფეროში.

„პალიტრა L“-ის გუნდი აღნიშნავს თავის 20 წლის იუბილეს და მკითხველებს უზიარებს თავის განსაკუთრებულ საკითხავს. მათ შორის ერთ-ერთ გამორჩეულ გამოცემას „კუპატას თავგადასავალს“, რომლის წაკითხვას და მოსმენას „საკითხავის ფესტივალზე“ავტორთან გიორგი კეკელიძესთან ერთად შეძლებთ.

KUPATA

კუპატა იყო ცნობილი ძაღლი ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ბავშვებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარებოდა. ამ გულთბილმა ისტორიამ ათასობით ადამიანის გული მოიგო და კუპატა „ხალხის რჩეულად“ იქცა: მოგვიანებით მხატვრებმა ძაღლის მურალი შექმნეს, რამაც საზოგადოებაში უფრო მეტად განსხვავებული და თბილი შეფასებები გამოიწვია. 2023 წელს კუპატა გარდაიცვალა, დაახლოებით 10 წლის ასაკში, თუმცა მისიამბავი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე ადამიანურ და შთამაგონებელ ისტორიად თანამედროვე ბათუმის ცხოვრებაში.

ახლა კი მათ ვისაც კუპატა ასე უყვარდა და უყვარს, შესაძლებლობა ექნებათ წაიკითხონ მისი საოცარო თავგადასავლები.

PALITRA_L

არ გამოტოვოთ„საკითხავის ფესტივალი“და შესაძლებლობა, გაატაროთ დრო მხიარულად, თქვენს შვილთან ერთად.

წიგნების კატალოგი სრულად იხილე ბმულზე:https://palitral.ge/blogs/299

ამასთანავე, ნებისმიერ შენაძენზე დასაჩუქრდებით და შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ უნიკალურ გათამაშებებში!

ჩაინიშნეთ თარიღები - 31 ოქტომბერი - 1, 2 ნოემბერი.

მისამართი: თბილისი მოლი, 213 კმ აღმაშენებლის ხეივანი (ცენტრალური ატრიუმი, 1 სართული).

(R)