სიახლეები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ „საკითხავის ფესტივალზე“ - მშობლები

სიახლეები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ „საკითხავის ფესტივალზე“

2025-10-27 17:05:18+04:00

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით,„თბილისიმოლში“პირველად გაიმართება„საკითხავის ფესტივალი“,რომელიც გამომცემლობა„პალიტრაL“-ის20წლისიუბილესეძღვნება და სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს დაუვიწყარ ემოციებს, შეთავაზებებსა და ლიტერატურულ სიახლეებს შესთავაზებს.ფესტივალი იქნება ადგილი, სადაც მკითხველები აღმოაჩენენ ახალ ავტორებს, შეიძენენ წიგნებს განსაკუთრებული ფასებით და გაიცნობენ„პალიტრა L“-ისგუნდის რჩეულ გამოცემებს, მათ შორის ისეთ წიგნებს, რომლებიც შთაგაგონებენ, გაგაცინებენ და დაგაფიქრებენ.

„პალიტრაL”-ის გუნდი გირჩევთფესტივალზეწარმოდგენილგანსაკუთრებულსიახლეებს,რომლებიცარუნდაგამოტოვოთ:

„ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს“-მისტიკურიზღაპარიჰელოუვინისთვის

ფანტასტიკური და იდუმალი სამყარო, სადაც ყოველი ღამე გამოცდაა და ყოველი გმირი საიდუმლოს მალავს.როჯერ ზელაზნის წიგნი„ოქტომბრის ერთ ეულ ღამეს“მკითხველს ბნელ და მაგიურ ლონდონში ამოგზაურებს, სადაც ადამიანი და ცხოველი, სინათლე და ჩრდილი, იუმორი და შიში ერთმანეთს ერწყმის. ეს წიგნი სავსეა ალუზიებით, ლიტერატურული მითებითა და დაუვიწყარი ატმოსფეროთი, ნამდვილი სიურპრიზი მათთვის, ვინც ჰელოუვინის დღეებში იდუმალ და ფანტასტიკურ ისტორიებს ეძებს.

566616763-1349081996704604-9101468126865542438-n-1761570681.jpg

„ჰელოუვინისწვეულება“-აგათაკრისტისკლასიკურიინტრიგა

და ბოლოს, კრისტისეული დეტექტივების მოყვარულთათვის -„ჰელოუვინის წვეულება“. მისტიკური, ირონიული და ოსტატურად აწყობილი ამბავი, სადაც ერთი ჩვეულებრივი საღამო მოულოდნელად გადაიქცევა საიდუმლოებით სავსე გამოძიებად. კრისტის სამყაროში ისევ დაბრუნდება პუარო. თავისებური, ცივი ლოგიკის მქონე გმირი, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი მტკიცებულება მხოლოდ ადამიანის ბუნებაშია დამალული.

550434941-802703175914412-1425108644173376002-n-1761570681.jpg

„კუპატასთავგადასავალი“-სიკეთეზე,ერთგულებასადასიყვარულზე

ყველასთვის საყვარელ ბათუმელ ძაღლზე, ნამდვილი გმირისა და მეგობრობის სიმბოლოზე - კუპატაზე, გიორგი კეკელიძემ დაწერა წიგნი, რომელიც ბავშვებს სიკეთის ძალას და ადამიანურ ერთგულებას ასწავლის.წიგნი პირველად სწორედ საკითხავის ფესტივალზე იქნება წარდგენილი, სადაც პატარებს ექნებათ შესაძლებლობა თავადაც გახდნენ ამბის ნაწილი: კუპატას ხელის თოჯინებთან ერთად გაეცნონ კუპატას ამბებს, შეხვდნენ ავტორს და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

„ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი - ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ძაღლზეა - ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე, რომელიც ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან - ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და სხვებთან ერთად.

552032630-1882370009382195-3841427764511205251-n-1761570681.jpg

„თანამედროვესომხურიპროზა“-ახლობელიხმებიმეზობელილიტერატურიდან

მრავალფეროვანი, გულწრფელი და ადამიანური - ასეთი ტექსტები ელოდება მკითხველს კრებულში„თანამედროვე სომხური პროზა“, რომელიც 24 სომეხი ავტორის ნამუშევარს აერთიანებს.ეს გამოცემა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართულენოვან მკითხველს გააცნოს თანამედროვე სომხური ლიტერატურის ცოცხალი პულსი. წიგნში თავმოყრილია ომის ტკივილი, სამშობლოდან შორს ყოფნის სევდა, რწმენისა და ცრურწმენების თანაარსებობა და, რაც მთავარია, დაუვიწყარი გმირები და ხასიათები, რომლებიც სიყვარულით ქმნიან საერთო კულტურულ სივრცეს.

566527955-1187794279938493-3881795379483510443-n-1761570681.jpg

„ჯეინოსტინისწიგნაკი“ —როცამწერლისცხოვრებათავადიქცევარომანად

ჯეინ ოსტინი მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი სიყვარულზე, საზოგადოებაზე და ქალის ძალაზე შექმნილი რომანებით, მაგრამ მის შესახებ ბევრი არავინ იცის.„ჯეინ ოსტინის წიგნაკი“ ამ დანაკლისს ავსებს - ეს არ არის მხოლოდ ბიოგრაფია; ესაა ნაზი, ვიზუალურად შთამბეჭდავი მოგზაურობა მწერლის ცხოვრებაში, რომელიც გვიხსნის, როგორ იქცა ოსტინი თავისუფალი აზროვნების, ირონიისა და ინტელექტუალური ქალის სიმბოლოდ.წიგნაკი ეფუძნება მის წერილებს, ჩანაწერებსა და პირად ისტორიებს და შესანიშნავი საჩუქარია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ინგლისური კლასიკა და ქალის ხმა ლიტერატურაში.

567645600-2016458195815825-4000250596289676067-n-1761570681.jpg

„პალიტრაL“-ისრჩევამკითხველს:

„საკითხავის ფესტივალზე“ ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს: ზოგი სითბოს მოგგვრით, ზოგი შთაგონებას მოგცემთ, ზოგი კი სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. შეგახსენებთ, რომ„საკითხავის ფესტივალი“გაიმართება31ოქტომბრიდან2ნოემბრის ჩათვლით,„თბილისიმოლში“.

R