"დედებო, თქვენს შვილებს, მეუღლეებს სჭირდებით. შვილებს ჯანმრთელი დედა განსაკუთრებით სჭირდებათ... ოდნავ უკეთესობა რომ არის, ეს იცით, რისი ტოლფასია? გგონია, რომ მიწაზე არ დადიხარ" - ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და გამოჯანმრთელების პროცესზე - მშობლები

"დედებო, თქვენს შვილებს, მეუღლეებს სჭირდებით. შვილებს ჯანმრთელი დედა განსაკუთრებით სჭირდებათ... ოდნავ უკეთესობა რომ არის, ეს იცით, რისი ტოლფასია? გგონია, რომ მიწაზე არ დადიხარ" - ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და გამოჯანმრთელების პროცესზე

2025-10-28 10:48:10+04:00

მომღერალ ნატო მეტონიძეს რამდენიმე წლის წინ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა და გამოცდილებას სხვა ადამიანებსაც უზიარებს. მომღერალი სკრინინგის მნიშვნელობისა და საკუთარი ემოციების შესახებ კოტcast-ში საუბრობს:

- დედებო, თქვენს შვილებს, მეუღლეებს სჭირდებით. შვილებს ჯანმრთელი დედა განსაკუთრებით სჭირდებათ. ნუ იქნებით ეგოისტები. ვიცით, რომ ეს დაავადება გაახალგაზრდავდა. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში სკრინინგი არსებობს. დააზღვიეთ თქვენი სიცოცხლე და თქვენ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ისინი ამ ყველაფერს ჩემთან ერთად გადიან. მე თვითონ ვიყავი ოჯახის წევრი და ძალიან რთულია, რომელი უფრო რთულია, მართლა არ ვიცი.

ყოველთვიურად სისხლის ბევრ ანალიზს ვიკეთებთ. ოდნავ უკეთესობა რომ არის, ეს იცით, რისი ტოლფასია? - დაფრთიანებული გამოდიხარ და გგონია, რომ მიწაზე არ დადიხარ. ყველა ჯერზე, როცა მიდიხარ, ალბათ, ძალიან ღელავ. მგონია, რომ არ ვღელავ, მაგრამ ქვეცნობიერში მაინც ახლავს ამას ღელვა. ახლა გავიკეტე PET/CT და უფრო თამამად შევედი. დაზღვეული ხარ. სულ რომ რაღაც ახალი გაჩნდეს, კონტროლის ქვეშ ხარ და არ გაშინებს. უბრალოდ რუტინაა დამღლელი. აღარ გინდა საავადმყოფო, თეთრი ხალათი. მაგრამ, ამასაც მშვენივრად ახერხებ.