93 წლის ავსტრალიელი ექიმის ჯონ ლევინის ამბავმა მსოფლიო მოიცვა. ექიმი დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის სპეციალისტი, საკმაოდ მხცოვან ასაკში გახდა კვლავ მამა. მისმა 37 წლის მეუღლემ, იანინ ლუმ, მისგან მეორე შვილი გააჩინა.
ლევინისთვის ეს უკვე მესამე შვილია - უფროსი ვაჟი, რომელიც ხუთი თვის წინ გარდაიცვალა, 65 წლის იყო.
ექიმმა მომავალი მეუღლე პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო: ლუ მას ჩინურ ენას ასწავლიდა, მოგვიანებით კი შეხვედრები დაიწყეს და 2014 წელს დაქორწინდნენ, როდესაც ჯონი 82 წლის იყო, ქალი კი - 26 წლის.


ლევინი აცხადებს, რომ თავს ახალგაზრდად გრძნობს. არ სვამს, არ ეწევა, ვეგეტარიანულ დიეტას იცავს, შუადღემდე არ ჭამს და კვირაში ორჯერ დადის სპორტდარბაზში.

