ვინ არის ევროპის ყველაზე ელეგანტური სამეფო წყვილი - საზოგადოებაში მათი გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს - მშობლები

ვინ არის ევროპის ყველაზე ელეგანტური სამეფო წყვილი - საზოგადოებაში მათი გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს

2025-10-28 12:57:07+04:00

ბეატრის ბორომეო და გრეის კელის შვილიშვილი, პიერ კაზირაგი, მესამედ გახდნენ მშობლები. წყვილს გამორჩეული გარეგნობის გამო უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და საზოგადოებაში მათი ერთობლივი გამოჩენა ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებს. მეტიც, ბეატრისისსა და პიერს ევროპაში ყველაზე მოდურ წყვილად ასახელებენ:

samepo-cqvili-1-1761642313.jpg

თვის დასაწყისში 38 წლის პიერ კაზირაგი და 40 წლის ბეატრის ბორომეო მრავალშვილიანი მშობლები გახდნენ. პატარა გოგონას ბიანკა კაროლინა მარტა დაარქვეს. მისის სახელი შემთხვევითი არ არის. კაროლინა პიერის დედის, პრინცესა კაროლინას პატივსაცემად შეურჩიეს, მარტა კი ბეატრისის დედის მხრიდან ბებიას, იტალიელ მოდის დიზაინერს, მარტა მარცოტოს ერქვა.

samepo-cqvili-2-1761642326.jpg

ბეატრისი ევროპული არისტოკრატიის მარგალიტად ითვლება. მას ნამდვილად ყველაფერი აქვს: სილამაზე, სამეფო წარმომავლობა, შესანიშნავი განათლება და ბედნიერი ოჯახი. ის ბორომეოების უძველეს არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. დედის მხრიდან კი მარცოტოს ოჯახის წევრია. ისინი ტექსტილის იმპერიის მფლობელები არიან, რომელიც ოდესღაც მოდის სახლ Valentino-ს ეკუთვნოდა.

samepo-cqvili-14-1761642344.jpg

samepo-cqvili-18-1761642355.jpg

თუმცა, ბეატრისი მხოლოდ ცნობილი და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი არ არის. გოგონამ ძალიან კარგი განათლება მიიღო და საკუთარი საქმე აქვს. კერძოდ, ბეატრისი მილანის ბოკონის უნივერსიტეტში სამართალზე სწავლობდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში კი ჟურნალისტიკის მაგისტრი გახდა. შემდეგ მუშაობა ჟურნალისტად და მოდელად დაიწყო. მისი გამორჩეული გარეგნობა ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. ბავშვობიდან მას ვალენტინოსა და არმანის სამოსი ეცვა.

samepo-cqvili-3-1761642373.jpg

samepo-cqvili-4-1761642387.jpg

სწავლის პერიოდში ბეატრისი პიერ კაზირაგს შეხვდა. გრეის კელის შვილიშვილისა და იტალიელი გრაფის ქალიშვილის მდიდრული ქორწილი 2015 წელს შედგა. სამოქალაქო ცერემონია მონაკოს სამთავრო სასახლეში გაიმართა, ხოლო ჯვარი იზოლა-ბელას კუნძულზე დაიწერეს. წვეულება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა და ბეატრისმა 5 სხვადასხვა კაბა მოირგო. გოგონას კაბები ცნობილმა მოდის სახლებმა შექმნეს. მათ შორისაა, Valentino, Giorgio Armani, Alberta Ferretti და სხვები.

samepo-cqvili-5-1761642408.jpg

თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბეატრისი უპირატესობას მარტივ და კომფორტულ სამოსს ანიჭებს. ჟურნალისტის პროფესიიდან გამომდინარე, გოგონას უყვარს ჯინსები, სპორტული ფეხსაცმელი, სადა სვიტერები. პრინცესას სტატუსის პარალელურად, ძალიან ხშირად ხელმისაწვდომ ნივთებს ირჩევს და ძვირად ღირებულ სამოსს ქირაობს კიდეც.

samepo-cqvili-6-1761642426.jpg

samepo-cqvili-7-1761642456.jpg

შესანიშნავად იცის, ერთი შეხედვით, მარტივი და სადა ნივთები როგორ გაამრავალფეროვნოს ისე, რომ ელეგანტური ლუქები შექმნას. ის მრავალი წლის განმავლობაში Dior-ის სახე იყო და არც ერთ ჩვენებას არ ტოვებდა.

samepo-cqvili-8-1761642474.jpg

samepo-cqvili-10-1761642492.jpg

ბეატრისი 3 შვილის დედაა. მას და მის მეუღლეს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიან.

samepo-cqvili-12-1761642507.jpg

samepo-cqvili-13-1761642522.jpg

samepo-cqvili-17-1761642537.jpg

samepo-cqvili-20-1761642556.jpg

რატომ ამორიცხეს ტახტის მემკვიდრეთა სიიდან 27 წლის პრინცესა კამილა? - ულამაზესი გრეის კელის შვილიშვილი მისი ცნობილი საკულტო იმიჯით
როგორები არიან და რას საქმიანობენ ოდრი ჰეპბერნის, ალენ დელონის, გრეის კელის და სხვა ცნობილი ვარსკვლავების შვილიშვილები