"ლილიანას ოპერაციიდან 15 დღე გავიდა დღეს..." - დანტესი ლილიანას ახალ კადრებს აქვეყნებს - მშობლები

"ლილიანას ოპერაციიდან 15 დღე გავიდა დღეს..." - დანტესი ლილიანას ახალ კადრებს აქვეყნებს

2025-10-28 23:10:02+04:00
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ორიოდე კვირის წინ, ცნობილი ქველმოქმედის დავით ოქროპილაშვილის (დანტესის), თურქეთში მყოფი ქართველი მედიკოსის მედეა იობაშვილის და საზოგადოების დახმარებით, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თურქეთში გაემგზავრა რთული ოპერაციის ჩასატარებლად. მხატვარი გოგონა ანკილოზის დიაგნოზით, სოფელ ფლავისმანიდან, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და მისი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
561837812-1329724618612150-991851584189543082-n-1761679307.jpg
ლილიანა რამდენიმე დღეში კლინიკიდან გამოწერეს. ყოველდღიურად უმჯობესდება მისი მდგომარეობა. დღეს დანტესი ლილიანას ფოტოს და ვიდეოებს აქვეყნებს. "ლილიანას ოპერაციიდან 15 დღე გავიდა დღეს..." - წერს დანტესი.
574029274-1339803037604308-391573928821905022-n-1761679029.jpg