ცნობილ ქართველ მსახიობს - ნანა ლორთქიფანიძეს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით, თუ როგორია მისი დღევანდელობა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი შვილიშვილის ბებია გახდა... თუმცა ქვეყანაში შექმნილი, უკიდურესად გამწვავებული მოვლენების ფონზე, პოლიტიკაზე დასმულ კითხვებსაც მსახიობმა გულწრფელად უპასუხა...
- ჩემი დღევანდელობა არის - შრომა, შრომა და შრომა, სახლში თუ გარეთ..
- დიახ, რასაკვირველია, საზრუნავი კიდევ დამემატა... კიდევ ორი უფროსი შვილიშვილი მყავს და როგორც ყველა ქალს უწევს ჯაფა - სადილი, ვახშამი, სარეცხი და შემდეგ სამსახური, მეც ასე ვარ.
- ამჯერად ჩემთან არიან, რადგან ჩემმა ქალიშვილმა ფეხი მოიტეხა. მასთანაც თითქმის ყოველდღე მივდივარ. სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ასე დაემართა. უფროსი ბავშვები სკოლაში დადიან, დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასასვლელად გამზადება სჭირდებათ, რასაც მე ვაგვარებ. ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. მეუღლე ძალიან უდგას გვერდით.
- ნიკა ძალიან ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი მამაა, კარგი მეუღლე. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს და ქეთის ძალიან ეხმარება. ბებია-ბაბუაც ძალიან ჩართულები არიან და მოკლედ, ყოველდღიურად ყველანი მაქსიმალურად ვართ პატარა რეზის გაზრდით მოცულნი.
- ამას ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის მთავარია, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს, ბედნიერები არიან და თვითონ ვერანაირად გრძნობენ, რამე ასაკობრივი სხვაობა ხელს უშლიდეთ. თან არც ისეთი სხვაობაა, საერთოდ, სალაპარაკოდ რომ ღირდეს. ამისთვის არც ერთს ყურადღება არ მიგვიქცევია, ღიმილისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი. მაგის გამო გაბრაზება მართლა არ შემიძლია, ისედაც ამდენი სანერვიულოა, ისეთი ყოფა გვაქვს. განაგრძეთ კითხვა