რატომ არის წყლის ფილტრაცია აუცილებელი? - მშობლები

რატომ არის წყლის ფილტრაცია აუცილებელი?

2025-10-29 12:43:49+04:00

ბუნებრივი წყალი არასდროსაა სრულიად სუფთა, ერთი შეხედვით, შეიძლება კრისტალურად გამოიყურებოდეს, თუმცა რეალურად შეიცავდეს ისეთ მავნე დამაბინძურებლებს, როგორიცაა ბაქტერიები, მძიმე მეტალები და ქიმიკატები.

როგორც წესი, მუნიციპალური მომწოდებელი კომპანია თავად ატარებს ლაბორატორიულ შემოწმებას, თუმცა სოციალურ ქსელებში ხშირად შეგხვდებოდათ პოსტები, ონკანის ფილტრში როგორ რჩება ჭუჭყი და ნაწილაკები, როგორ იცვლის წყალი პერიოდულად ფერს, რაც ადასტურებს, რომ საკუთარი ფილტრაციის სისტემით სარგებლობა გონივრული გამოსავალია.

რა რისკების მატარებელია გაუფილტრავი წყლის მოხმარება?

გაუფილტრავი წყალი შეიძლება შეიცავდეს მძიმე მეტალებსა და სხვა მავნე მინარევებს, რომლებიც თვალით უხილავია, თუმცა დროთა განმავლობაში ზიანს აყენებს როგორც ორგანიზმს, ისე საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

ჭუჭყის ნაწილაკებითა და მინარევებით დაბინძურებული წყალი აზიანებს ისეთ საოჯახო ტექნიკას, როგორიცაა: სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ჩაიდანი, ყავის აპარატი და სანტექნიკას, მათ შორის საშხაპეებსა და შემრევებს, რაც დამატებით ფინანსურ წნეხად შეიძლება იქცეს.

მყარი მინერალური ნალექი, რომელსაც ონკანის წყალი შეიცავს, აკუმულირდება მოწყობილობების ქსელში, ასევე, ნელ-ნელა ცვეთს წყალმომარაგების მილებს, აყვითლებს ნიჟარას და ბიდნავს შხაპის სადინარებს. საბოლოო ჯამში, დაგროვილ ნადებს მწყობრიდან გამოყავს ტექნიკა, ღრმად ჩამჯდარი ყვითელი ლაქების ნიჟარიდან მოშორება კი ხშირად საწმენდი ხსნარებითაც ვერ ხერხდება.

სუფთა, მინარევებისგან თავისუფალ წყალზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემატურია ჩვენი ქვეყნის რეგიონებში. მოსახლეობის ნაწილი, განსაკუთრებით აგარაკებზე წყალს მოიხმარს ჭიდან, რომლის სათანადოდ წმენდაც დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ხოლო ნაწილი - წყალსაცავებიდან, რომელსაც მექანიკური ნაწილაკები, ქლორი და სხვა მინარევები მაინც მოჰყვება. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წყალი საფუძვლიანად იწმინდებოდეს და ისე მოვიხმარდეთ მას. ამისათვის, ერთ ერთი ყველაზე მარტივი და შედეგიანი გზა ცენტრალურ შემომავალ წყალსადენზე მექანიკური ფილტრის და წყლის დამარბილებლის მონტაჟია. არსებობს ფილტრაციის ისეთი მემბრანული ტექნოლოგიები, რომელიც წყალს ათავისუფლებს მძიმე მეტალებისგანაც კი და თუნდაც სასმელად არავარგის წყალს იმ დონეზე ასუფთავებს, რომ სრულიად უსაფრთხოს და სასარგებლოს ხდის მას, რადგან სრულად გაფილტვრასთან ერთად მინერალებითაც ამდიდრებს.

გაფილტრული წყალი:

  • იცავს ორგანიზმს მავნე ქიმიკატებისა და ბაქტერიებისგან;
  • აუმჯობესებს წყლის გემოსა და სუნს;
  • ახანგრძლივებს ტექნიკისა და საშხაპე სისტემების ექსპლუატაციის ვადას.
  • ამცირებს ნადების, და ჟანგის წარმოქმნის რისკს;
  • ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო, სასარგებლო ბუნებრივ მინერალებს.

უფრო დეტალურად, როგორ გავფილტროთ წყალი და რა საშუალებები გამოვიყენოთ ამისთვის როგორც სახლში, ისე ოფისებსა და საწარმოებში?

წყლის ფილტრაციის სისტემისა და საშუალებების შერჩევისას რეკომენდებულია, ყურადღება მივაქციოთ მწარმოებლის რეპუტაციასა და სანდოობას, რაც პროდუქციის ხარისხს განაპირობებს. ამ მხრივ კი წამყვან პოზიციებს იკავებს ევროპული კომპანიები, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობითა და გარემოს მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. მათ შორის არის „ეკოსოფტი“ ( Ecosoft.com ), 30-წლიანი გამოცდილებით წყლის ფილტრაციის სისტემებში და ევროკავშირის რეგულაციების სრული დაცვით შექმნილი წარმოებით, რომლის ნაწილიც იტალიაშია წარმოდგენილი.

„ეკოსოფტის“ მდგრადი, ინოვაციური ფილტრაციის სისტემა ორიენტირებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და გარემოზე ზიანის მინიმუმამდე დაყვანაზე, რითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი. ხარისხიან სისტემებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბრენდი ხელმისაწვდომია საქართველოშიც, მისი ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია „აკვალაინის“ შოურუმში.

1-1761726569.png

„ეკოსოფტის“ საწარმო

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის ფილტრაციის სისტემას ბინების, აგარაკებისა ოფისებისა და ინდუსტრიული ობიექტებისთვის, სადაც მასშტაბი გაცილებით დიდია და დიდი სიმძლავრის მოწყობილობებია საჭირო.

„ეკოსოფტი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათას მომხმარებელს უგვარებს სასმელი წყლის პრობლემას.

22-1761726587.jpg

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?

სახლისა და ბიზნესისთვის შეიძლება განსხვავებული ფილტრაციის სისტემა დაგვჭირდეს. სისტემები განსხვავდება ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიც არის სიმძლავრე, მოცულობა, წნევის რეგულირება, მექანიკური წმენდის ფუნქციონალი და სხვა.

განვიხილოთ, რომელი ობიექტისთვის რა სახის ფილტრის გამოყენებაა რეკომენდებული:

  • უკუოსმოსი

უკუოსმოსის ფილტრაციის სისტემა თავისი სიმძლავრიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე იდეალურია ბიზნესისთვის, მათ შორის კვების ობიექტებისთვის.

არსებობს 5 და 6-საფეხურიანი ფილტრაციის მოწყობილობები, ასევე კომპაქტური ჭკვიანი ფილტრიც, რომლებიც 99,8%-ით ასუფთავებს წყალს ბაქტერიებისა და მინარევებისგან და მოხმარებისთვის სრულიად უსაფრთხოს ხდის მას. აღსანიშნავია, რომ უკუოსმოსის სისტემა თავად ამდიდრებს წყალს ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით და სასარგებლო თვისებებს სძენს მას.

3-1761726601.jpg

  • მექანიკური ფილტრი

მექანიკური ფილტრი არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ეფექტური მოწყობილობა წყლის წმენდისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:

  • დამუშავების პირველი ეტაპი მუნიციპალური ჩამდინარე წყლების სისტემაში;
  • ჭაბურღილებიდან მომდინარე და მოხმარებისთვის პირდაპირი გამოყენებისთვის განკუთვნილი წყლის გასაწმენდად;
  • სოფლის მეურნეობაში სარწყავად განკუთვნილი წყლის გასაფილტრად;
  • საწარმოების ან საცხოვრებელი კორპუსების ტექნიკური წყლით მომარაგებისთვის.

  • დამარბილებლები

დამარბილებლების მნიშვნელობაზე ყველას გვსმენია, თუმცა მათი რეალური სარგებელი ხანდახან ყურადღების მიღმა გვრჩება. წყლის სიხისტის მახასიათებლებია მისი სპეციფიკური გემო, კანისა და თმის მკვეთრი გამოშრობა დაბანის შემდეგ, რეცხვის შემდეგ ლაქები ტანსაცმელზე და თხელი ნადები ტექნიკაზე.

შეიძლება, ხისტ წყალს მინიმალური ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ თუნდაც მცირედი დისკომფორტი უკვე უსიამოვნო ხდება. დაგროვილმა ნადებმა კი დიდი შანსია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა დროზე ადრე გამოიყვანოს მწყობრიდან.

„ეკოსოფტის“ წყლის დამარბილებლები დაგვეხმარება, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლისუნარიანობა საყვარელ ელექტროჩაიდანსა თუ ყავის აპარატს, ასევე, თავიდან ავირიდოთ კანის გაუხეშება და გამოშრობა, რაც ზამთარში ისედაც გვაწუხებს ხოლმე.

კომპანია დამარბილებლებს აწარმოებს ყველა ტიპის ობიექტისთვის, მათ შერჩევაში კი „აკვალაინის“ შოურუმში დაგვეხმარებიან.

  • სტერილიზატორი

სტერილიზატორის გამოყენება თავიდან აგვარიდებს ორგანიზმში მავნე მიკროორგანიზმების მოხვედრას. წყალი უსაფრთხო ხდება როგორც სასმელად, ასევე საკვების მოსამზადებლად, ნედლეულის სრულყოფილად გარეცხვა-გასუფთავებისთვის.

დანადგარები ტალღების ფართო სპექტრის გამოსხივებით ანადგურებს ტრიქლორამინებს და სრულად უზრუნველყოფს ქლორისადმი მდგრადი მიკროორგანიზმების დეაქტივაციას (მათ შორის, ამებებისა და ვირუსების).

რომ შევაჯამოთ, წყლის ფილტრაცია თავიდან აგვარიდებს ჯანმრთელობის პრობლემებს, დამატებით საყოფაცხოვრებო და კომერციულ ხარჯებს, დაგვეხმარება, შევქმნათ უსაფრთხო გარემო ჩვენი ოჯახისთვის, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის, ვიზრუნოთ გარემოზე.

თქვენს საჭიროებებზე მორგებული წყლის ფილტრის შესარჩევად ესტუმრეთ „აკვალაინის“ შოურუმს, სადაც „ეკოსოფტის“ უმაღლესი ხარისხის სისტემებზე 31 ოქტომბრის ჩათვლით სპეციალური შეთავაზება დაგხვდებათ.

გადადგით ნაბიჯი წინ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისკენ „ეკოსოფტის“ ფილტრაციის სისტემებთან ერთად!

R