ელენე სატინი (სხირტლაძე) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა ჰოლივუდში წასულ ქართველთა შორის. ბოლო პერიოდშიი "ნეტფლიქსის" პროექტებშიც გამოჩნდა და მისი კარიერა საკმაოდ წარმატებულია.
1987 წელს თბილისშია დაბადებული და აქვე დაიწყო სამსახიობო და საცეკვაო ხელოვნებით მისი გატაცება. გარკვეული პერიოდი მისი ოჯახი სოჭში ცხოვრობდა. ელენეს დედა მარინა სხირტლაძე მსახიობი და მოდელი იყო, მამა ტექსტილის ბიზნესში იყო ჩართული. ელენეს ასევე ჰყავს ძმა ირაკლი.
მოგვიანებით დედასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც გაიარა სამსახიობო სკოლა და მოემზადა მომავალი კარიერისთვის. ნიუ-იორკის გარდა, მოსკოვშიც მიიღო განათლება ამ მიმართულებით, მერე კი ჰოლივუდს მიაშურა.


ეფექტური გარეგნობის წყალობით, ელენე მალევე შენიშნეს და 2009 წლიდან თამაშობს ცნობილ ამერიკულ სერიალებში - "დეტექტივი რაში", "ჯადოსნური ქალაქი", "სმოლვილის საიდუმლოებები". სახელი გაუთქვა ასევე სურათმა ''მეექვსე თოფი'', ასევე ადამ სანდლერსა და ჯენიფერ ანისტონს გაუწია პარტნიორობა ფილმში ''ითამაშე ჩემი ცოლი',' და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად შეასრულა როლი ფილმში ''დრო''.






ხშირად ხვდება ყველაზე სექსუალურ და ლამაზ ქალთა სიაში.









ელენამ 2013 წელს იქორწინა ცნობილ ამერიკელ მუსიკოს ტაისონ რიტერზე, რომელიც ჯგუფ The All-American Rejects-ის სოლისტი და ბასისტია. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.




