ცნობილი ექიმი, ბავშვთა ნევროლოგი ნანა გელაძე გარდაიცვალა - მშობლები

ცნობილი ექიმი, ბავშვთა ნევროლოგი ნანა გელაძე გარდაიცვალა

2025-10-29 22:49:58+04:00
თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა ცნობილი ექიმი-ნევროლოგის ნანა გელაძის გარდაცვალების შესახებ იუწყება.
"ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახსა და კოლეგებს, ჩვენი კოლეგის – ნანა გელაძის გარდაცვალების გამო.
ნანა გელაძე გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა ექიმი-ნევროლოგი და ჩვენი კლინიკის გუნდის წევრი მრავალი წლის განმავლობაში.
ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ადამიანურობითა და უდიდესი პასუხისმგებლობით თითოეული პაციენტის მიმართ. მისი სახელი ასოცირდება ათასობით ბავშვის ჯანმრთელობასა და მათ ოჯახებში დაბრუნებულ იმედთან.
ნანა გელაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ნევროლოგიის განვითარებასა და ახალგაზრდა ექიმთა თაობის აღზრდაში.
თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. მისი სიკეთე და პროფესიონალიზმი ყოველთვის დარჩება ჩვენს მოგონებებში".