24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილისსიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი მეუღლე,ლიკა კუჭუხიძე,რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
როგორც ცნობილია, წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ, ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი და ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
შაბათს დაკრძალავენ ბაჩო ლასარეიშვილს. მისი ფეხმძიმე მეუღლის გადარჩენისთვის კი მთელი საქართველო ლოცულობს.როგორია ამჟამად ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE გოგონას მამას, ავთო კუჭუხიძეს ესაუბრა:
- როგორია ამჟამად თქვენი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? საზოგადოების უდიდესი ნაწილი თქვენთან ერთად ლოცულობს მისთვის და აინტერესებთ გაუმჯობესდა თუ არა ლიკას ჯანმრთელობა?
- ჭორები ვრცელდება, ვინ რას წერს, ვინ რას ავრცელებს... ათასნაირ ჭორს ვკითხულობ, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ოჯახის წევრებზე, ნათესაობაზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმედ არის, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია ჩემი ქალიშვილი დღესდღეობითაც, ის ებრძვის სიკვდილს, ექიმები იმედს გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა კონტაქტური არ არის ჯერჯერობით, იმიტომ, რომ სჭირდება რაღაც პერიოდი ხელოვნურ ძილში ყოფნა, რადგან ძალიან დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ისეთი დიდი ტრავმები აქვს მიღებული, დრო სჭირდება, მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს ადამიანი. განაგრძეთ კითხვა