ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს ნიშნობის ბეჭდით და წერს: "მე ვთქვი "კი".
ინსტაგრამ-გვერდზე მარიამს ბევრი ფოტო აქვს თავის რჩეულთან - ჯერემი ელენორთან ერთად.

მარიამი ნინო ჩხეიძისა და მისი მეუღლის - გიორგი კორახაშვილის ერთადერთი ქალიშვილია.


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები ნინო ჩხეიძისა და მისი მეუღლის დაშორების შესახებ, რაზეც ნინომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. ყველა თავისებურად იგებს. მე და გიორგი 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა წარმატების დასაწყისში, ჩემი ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტში გიორგი ყოველთვის საყრდენი ძალა იყო. თუნდაც, სიმღერას რომ ვიწყებდი, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო და ის ყოველთვის გვერდში მედგა და გვერდში მიდგას დღემდე. ასე ამაზე საუბარი -"გაშორდი? არ გაშორდი?" - არ მინდა. მაგრამ, გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ყველაფერი კარგადაა."
დედობაზე კი ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ პატარა იყო, როცა დედა გახდა და ბევრ რამეს ახლა სხვაგვარად უყურებს. თუმცა ხშირად აღნიშნავს, რომ შვილთან ძალიან მეგობრობს:
- 22 წლის ვიყავი, როდესაც მარიკო დაიბადა. მაშინ ვფიქრობდი, რომ დედობისთვის მზად ვიყავი და სულ არ ვიყავი პატარა. იმ დროს ჩემზე უმცროსი გოგონები თხოვდებოდნენ და შვილებსაც აჩენდნენ.ახლა 39 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ მზად. ახლა რომ მყავდეს შვილი, უფრო სხვანაირი დედა ვიქნებოდი და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. მარიკო რომ დაიბადა, მეორე დღეს გავიღვიძე და შინაგანად წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ არ მინდოდა დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. ძალიან დამეხმარნენ დედა და ბებია, მათ გადაინაწილეს პასუხიმგებლობა...

მარიკო ჩემი საუკეთესო მეგობარია, ძალიან კარგად აზროვნებს, როგორც დიდ ადამიანს, ისე ვეკითხები რჩევას. პატარა რომ იყო და ხალხში ყოფნა დისკომფორტს უქმნიდა, არასოდეს ვძალადობდი მასზე და ამის გამო ნაკლებად ვჩანდით ერთად. რაც გაიზარდა, უფრო ხშირად ვართ ერთად და ყველგან ერთად დავდივართ.


