ყველა მშობელი შფოთავს, როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს. სიცხის დამწევი უსაფრთხო საშუალებების შესახებ ყველამ იცის, ეს პატაცეტამოლი და ინუპროფენია. თუმცა გამოგვიცდია, რომ ზოგჯერ ისინი არ მოქმედებენ. ასეთი შედეგი რამდენიმე შეცდომის ბრალი შეიძლება იყოს.
მაგალითარ, თბილი სამოსი და ჩახუთული ოთახი სიცხის დროს. თბილ ტანსაცკელში სხეულს უჭირს ზედმეტი ტემპერატურის გაცემა. ოპტიმალური ტემპერატურა ოთახში: 20–22°C. ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, ბუნებრივი მასალით და ზედმეტი სარჩულების გარეშე.
სამაგიეროდ ეფექტურია ფიზიკური გაგრილების მეთოდები, როგორიცაა ოთახის ტემპერატურის წყლით მსუბუქი დაზელვა, ოთახის განიავება. მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ამ დროს ცივი წყალი ან სპირტის შემცველი ხსნარები – მათ შეიძლება სისხლძარღვების სპაზმს გამოიწვიონ და მდგომარეობა გააუარესონ.
ნუ დაპანიკდებით, თუ ტემპერატურა 10 წუთში ქვემოთ არ წამოვიდა. ეფექტს ჩვეულებრივ 60–90 წუთში აფასებენ. თუ პარაცეტამოლი მიეცით, ხოლო ნახევარ საათში ტემპერატურამ კლების ნაცვლად, მოიმატა, ეს არ ნიშნავს, რომ წამალი არ მოქმედებს.
ორგანიზმს სჭირდება დრო, რომ ინფექციასთან გასამკლავებლად,პარაცეტამოლი ან იბუპროფენი კი არა, ორგანიზმის საკუთარი დაცვის სისტემა აწესრიგებს სიტუაციას.
მარტივად რომ ვთქვათ: ტემპერატურის დაწევა არ ხდება წამლის მიღებისთანავე. ზოგჯერ ნახევარ საათში ან საათში ნაჩვენები ციფრები შეიძლება კიდევ გაიზარდოს ან უცვლელი დარჩეს, მაგრამ ეს სრულებით ნორმალურია, რადგან ორგანიზმი აქტიურად “მებრძვის” ბაქტერიებსა და ვირუსებს.ამიტომ არ არის საჭირო, რომ დაუყოვნებლივ მეორე წამალი მიაშველოთ ან იგივე პრეპარატის დამატებითი დოზა მისცეთ.
სიცხის დამწევი საშუალების მიზანი მდგომარეობის გამარტივებაა, არა 36,6°C მიღწევა. მაგალითად, თუ იყო 39,2°C, ხოლო დაეცა 38,3°C -მდე, ეს უკვე კარგია. ორგანიზმს დასვენების შესაძლებლობა მიეცა, ბავშვს სუნთქვა და ძილი გაუმარტივდა, უფრო დაბლა დაწევაც არ არის საჭირო.
თუ ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს შენარჩუნდება, თან უვითარდება კრუნჩხვა, გამონაყარი, ძლიერი ღებინება ან სუნთქვის გაძნელება – აუცილებლად წაიყვანეთ ბავშვი ექიმთან!
მშობლების სიმშვიდეც აუცილებელი „მედიკამენტური კომპონენტია“. როცა ზრდასრულები ნერვიულობენ, ბავშვიც მოწყენილია, რაც ხელს უშლის ორგანიზმის ბრძოლას და აღდგენას. თქვენი სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ზრუნვა – ასევე მნიშვნელოვანია, როგორც მედიკამენტები და თერმომეტრი.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ: მაღალი ტემპერატურა – იმუნიტეტის მუშაობის სიგნალია. თუ მშვიდად და ყურადღებით იმოქმედებთ, ბავშვის ორგანიზმი უფრო სწრაფად გაუმკლავდება ინფექციას.