2026 წლის მთავარი სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენი იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელი თითოეულ ადამიანს ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას მიანიჭებს, რომ მიზნების მიღწევა და თავიანთი გეგმების განხორციელება შეძლონ.
ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული სისხარტე, გამჭრიახობა და სიმტკიცე ახასიათებთ. თუ ოჯახში მომდევნო წელს ახალ წევრს ელოდებით, კონკრეტულ დახასიათებას გაგიზიარებთ:
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ცხენის წელი ყოველ 12 წელიწადში დგება. თუმცა, წითელი ცეცხლოვანო ცხენის წელი ყოველ 60 წელიწადშია. ბოლოს წლის მთავარი სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენი 1966 წელს იყო. 2026 წლის შემდეგ კი - 2086 წელს დაბრუნდება.
ჩინურ ჰოროსკოპში ცხენი მე-7 ადგილს იკავებს. თითოეულ ელემენტს თავისი უნიკალური ხასიათის თვისებები მოაქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინური ახალი წელი ევროპულ ახალ წელს არ ემთხვევა. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 2026 წლის 17 თებერვალს იწყება. ამიტომ, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 16 თებერვლის ჩათვლით დაბადებული ბავშვები კვლავ მწვანე ხის გველის გავლენის ქვეშ იქნებიან.

პირველ რიგში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშანი ძალიან კეთილი და შრომისმოყვარეა. შესანიშნავი ინტელექტით, ემოციურობით, ოპტიმიზმით, გამბედაობით, გამძლეობითა, პასუხისმგებლობითა და თავდაჯერებულობით ხასიათდება.
მეორე მხრივ, აღმოსავლური ჰოროსკოპის ამ ნიშანს მოუთმენლობა და იმპულსურობა ხშირად ახასიათებს, მუდმივად თავგადასავლებისკენ ისწრაფვიან და ზოგჯერ ეგოიზმსაც ავლენენ.
ზოგადად, 2026 წელს, ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული ბავშვები მშობლებს თავიანთი ენერგიით, ხალისიანობით, ცხოვრებისადმი ოპტიმისტური ხედვითა და მიზნების მიღწევის უნარით აღაფრთოვანებენ. განსაკუთრებით ეყვარებათ თავგადასავლები, სიახლეები. იქნებიან თავდაჯერებულები და ძალიან აქტიურები. გამჭრიახი გონებითა და შესანიშნავი ინტელექტით შეუძლიათ, სკოლაში დიდ წარმატებას მიაღწიონ.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული ადამიანები ზოგჯერ იმდენად აქტიურები არიან, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება უჭირთ, მოუთმენლობა და იმპულსურობა ახასიათებთ. ამიტომ, თუ მშობელი პატარა ასაკიდანვე დისციპლინასა და გარკვეული წესების გამოყენებას ასწავლის, მათ წარმატების დიდი შანსი ექნებათ.
იმის გამო, რომ ცხენის წელში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული თავდაჯერებულობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, ლიდერულ პოზიციაზე ხშირად აღმოჩნდებიან. მათ, როგორც წესი, პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და მუდმივად განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. გუნდში შესანიშნავად მუშაობენ და თანამშრომლების მხრიდან ნდობასა და პატივისცემას იმსახურებენ.

თუ 2026 წელს გოგონას მშობლები გახდებით, ის მომავალში ბევრი გამორჩეული თვისებით გაგახარებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული გოგონები ძალიან დამოუკიდებელი და მიზანდასახული ადამიანები არიან. ზოგჯერ, შესაძლოა, მშობელს მათი მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილება გაუჭირდეს, მაგრამ მტკიცე ხასიათისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარის გამო, ცხენის წელში დაბადებული გოგონები, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევენ.
მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. სტილის შესანიშნავი შეგრძნება აქვთ და იციან, რას უნდა მიანიჭონ უპირატესობა.

ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული ბიჭები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, მცირე ასაკიდანვე უამრავი რამ აინტერესებთ. ისინი უსამართლობას ვერ იტანენ და ვერასდროს ეგუებიან იმას, რაც მათი აზრით, არასწორია. ამიტომ, ასეთი ბიჭები კონფლიქტებში სამართლიანობის აღდგენის მიზნით ხშირად ერთვებიან.
არ უყვართ წუწუნი და სხვების ზედმეტად შეწუხება. მზად არიან, რომ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღონ და სირთულეებს თავად გაუმკლავდნენ. ცხენის ნიშნის ქვეშ დაბადებული ბიჭები საკმაოდ ადრე იწყებენ საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესის გამოხატვას. ამავდროულად, ისინი ძალიან ერთგული ადამიანები არიან და შეყვარების შემთხვევაში, ურთიერთობას ხანგრძლივად და ჰარმონიულად ინარჩუნებენ.
2026 წელს, სხვადასხვა თვის განმავლობაში დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა, კიდევ დამატებით სხვა თვისებებიც ახასიათებდეთ:
აღსანიშნავია, რომ ხასიათის თვისებების ჩამოყალიბებაზე ოჯახი, სოციუმი, აღზრდის ტიპის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და თავისუფლად შეიძლება, ზოდიაქოს ერთი ნიშნის წარმომადგენლები ერთმანეთისაგან ისე განსხვავდებოდნენ, რომ გარჩევა გაგვიჭირდეს.