ზაზა ფაჩულიას დიდი ოჯახის ახალი ფოტო და ცნობილი წყვილის სამაგალითო ურთიერთობა - მშობლები

ზაზა ფაჩულიას დიდი ოჯახის ახალი ფოტო და ცნობილი წყვილის სამაგალითო ურთიერთობა

2025-10-30 12:14:18+04:00

ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს. მრავალშვილიანი მამა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. სწორედ იქ ზრდიან 4 შვილს ზაზა და მისი მეუღლე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე.

zaza-1761812910.jpg

შვილები ხშირად ჩამოჰყავთ საქართველოში და ცდილობენ, ქართული სულისკვეთებით აღზარდონ.

happy-n-1761813065.jpg

ზაზას უფროსი ვაჟი - საბა, მამის გზას გაჰყვა და საკმაოდ პერსპექტიული კალათბურთელია.

skm-x6-1761813065.jpgskm-x-1761813065.jpg

წელს ცნობილ წყვილს ერთად ყოფნის 16 წელი შეუსრულდა. ზაზა და თიკა ისევ ისე უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს, როგორც წლების წინ და წყვილი ხშირად აწყობს რომანტიკულ მოგზაურობებს.

zaza33-1761813997.jpg

ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძესთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებდა:

"პირველ ცდაზე არ გამოვიდა. პირველად რომ შევხვდით, ხელი ჩამოვართვი, ჩემი სახელი ვუთხარი და აუტყდა სიცილი. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო (იცინის). თურმე სიმაღლეზე გაეცინა. ეს მოხდა ივნისში და რამდენიმე თვის მერე, სექტემბერში სწორ დროს სწორ ადგილზე მოვხვდით. მქონდა ღონისძიება მერიაში, ვხვდებოდი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების შვილებს. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რომ სწორი მესიჯები მეთქვა მათთვის და მოტივაცია მიმეცა...

ამ ღონისძიებაზე უნდა შევიდე, გადმოვდივარ მანქანიდან და ამ დროს გამიარა თიკამ. ოღონდ იმ დროს ვერავის ვხედავდი, მხოლოდ ვფიქრობდი ამ ბავშვებზე. თურმე თიკას ეგონა, რომ დავაიგნორე, ამ დროს ასე არ იყო. მაშინვე დაურეკია ჩვენს სერთო მეგობართან და გაულანძღივარ, ცუდი ადამიანი ყოფილაო, უთქვამს.
zaza92-1761812909.jpg

შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამოასწორა ისევ სიტუაცია - უთხრა, ზაზას ნომერი დავკარგე და აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მას და ტელეფონი მიუტანეო. დიდხანს თიკა უარზე იყო. მე ამასობაში ბავშებთან ფოტოები გადავიღე, ვისაუბრე და ამ დროს მოვიდა თიკა, რომ ტელეფონზე შენს მეგობარს საუბარი უნდაო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყველა იმსახურებსო მეორე შანსსო... და მეორე შანსი წარმატებული აღმოჩნდა, წელიწად-ნახევარში დავოჯახდით... დღეს ოთხი შვილი გვყავს".

zazad-3-1761812910.jpg

როცა მეუღლე გარდამეცვალა, ზაზა 13 წლის იყო. მეგონა, თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როდესაც დედა ხარ - არ გაქვს სისუსტის უფლება... - მარინა კოდუა-ფაჩულია
ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო.... - როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!