"ასლანს ბოლო დროს დემენცია აწუხებს... მოსკოვში ცხოვრობს, 10 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად" - რას ჰყვება აჭარის ყოფილ მეთაურზე ოჯახის ახლობელი - მშობლები

"ასლანს ბოლო დროს დემენცია აწუხებს... მოსკოვში ცხოვრობს, 10 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად" - რას ჰყვება აჭარის ყოფილ მეთაურზე ოჯახის ახლობელი

2025-10-30 13:19:01+04:00

ბოლო ორი დღის განმავლობაში, მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის გარდაცვალების თაობაზე. ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გავრცელებული ხმების გადასამოწმებლად, აბაშიძის ოჯახის ახლობელს, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს დავუკავშირდით. ბაკურიძე ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ასლან აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

- ძალიან ახლოს ვარ ასლან აბაშიძის დასთან, ნარგიზ აბაშიძესთან, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჩემი ინფორმაციით, ბატონი ასლანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ ბოლო დროს ცოტა დემენცია აწუხებს. ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ჩავარდნილი იყოს, ხანდახან მაღალი წნევებიც აწუხებს. 87 წლის არის და აბა რა იქნება.

- შვილი შეეძინა საქართველოდან წასვლის შემდეგ?

- დიახ, აქედან წასვლის შემდეგ ბიჭი შეეძინა, ალექსანდრე აბაშიძე, რომელიც ახლა 10 წლის არის. როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, უამრავმა ადამიანმა დამირეკა. მისი ოჯახის ახლობლებს გადავურეკე და არ დადასტურდა. შემდეგ მეორე დღეს ისევ გავრცელდა და ისევ გადავრეკე და ასევე არ დადასტურდა. არ ვიცი, ვინ ერთობა ამით. ალბათ საიტის რეკლამა უნდოდათ და დაწერეს.

- მეორე მეუღლე უვლის ხომ ალბათ?

- დიახ, მხოლოდ ის, მეუღლე და შვილი ცხოვრობენ სახლში და დრო და დროს რძალი, გიორგი აბაშიძის მეუღლე სალომე ბაჯელიძე სტუმრობს. განაგრძეთ კითხვა