როდიდან ჩაირთვება სკოლებში გათბობა - განმარტება - მშობლები

როდიდან ჩაირთვება სკოლებში გათბობა - განმარტება

2025-10-31 10:49:10+04:00

ბოლო დღეებია, ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო. ბევრ მშობელს კი აინტერესებს, როდიდან ჩაირთვება სკოლებში გათბობა.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გვითხრეს, სკოლებისთვის გათბობის ჩართვის კონკრეტულ თარიღს სამინისტრო არ ადგენს და შესაბამის გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია იღებს. სკოლები თავად განსაზღვრავენ, როდის ჩართავენ გათბობას.

თუ სკოლის ადმინისტრაცია აცივების პარალელურად, გათბობას არ რთავს, მშობლებს შეუძლიათ, მათ მიმართონ და გათბობის ჩართვა მოითხოვონ.

თამარ იაკობაშვილი