რა თქვა ბრიჯიტ მაკრონის ქალიშვილმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე, სადაც პირველი ლედის სქესს განიხილავენ: "დედა ძალიან გა­ნიც­დის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში დას­ცი­ნი­ან... მის ჯანმრთელობაზეც იმოქმედა..." - მშობლები

რა თქვა ბრიჯიტ მაკრონის ქალიშვილმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე, სადაც პირველი ლედის სქესს განიხილავენ: "დედა ძალიან გა­ნიც­დის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში დას­ცი­ნი­ან... მის ჯანმრთელობაზეც იმოქმედა..."

2025-10-31 19:26:10+04:00

საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის მიმართ ინტერნეტში გავრცელებული "დამამცირებელი“ კამპანიისთვის პარიზის სასამართლოს წინაშე 10 პირი წარდგა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ბრიჯიტ მაკრონი რეალურად ტრანსგენდერი მამაკაცი იყო სახელად ჟან-მიშელ ტრუნიუ.

სასამართლოზე მოწმის სტატუსით გამოცხადდა, ბრიჯიტ მაკრონის 41 წლის ქალიშვილი, ტიფენ ოზიერი. მისი განცხადებით, სექსისტურმა კიბერბულინგმა დედის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა."ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. მინდა ვისაუბრო იმ ზიანის შესახებ, რაც ამ ამბავმა დედაჩემს მიაყენა. მსურს მოგიყვეთ, როგორია მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმების სამიზნე გახდა“, - განაცხადა საფრანგეთის პირველი ლედის შვილმა.

"სიფრთხილე უწევდა ჩაცმულობისა და პოზის არჩევისას... კარგად იცის, რომ მისი იმიჯი ამ თეორიების დასადასტურებლად იქნება გამოყენებული. დედამ ამ ბრალდებასთან ერთად ცხოვრება ისწავლა, ის განიცდის შვილიშვილების მდგომარეობას, რომლებსაც სკოლაში დასცინიან", - ამბობს ბრიჯიტის შვილი.წელს, მაკრონების ადვოკატმა, ტომ კლერმა, BBC-ს განუცხადა, რომ წყვილი აშშ-ის სასამართლოს ფოტო და სამეცნიერო მტკიცებულებებს წარუდგენდა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალბატონი მაკრონი ქალია.

"წარმოუდგენლად შემაშფოთებელია იმის გაფიქრება, რომ ამ ტიპის მტკიცებულებების წარდგენა და საკუთარი თავის გამოცდა გიწევს“, - თქვა მან.

გააგრძელეთ კითხვა