მისი შესაძლებლობები ძალიან ფართოა და ამაში ქვემოთ დარწმუნდებით ძმარს ადამიანი უძველესი დროიდანვე მოიხმარს. ჯერ კიდევ იქიდან, როცა სასარგებლო ბაქტერიების შესახებ ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა. ძმარი ჩვ.წ. აღ-მდე 5 000 წლის წინ არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში. მას ბაბილონელები იყენებდნენ, თუმცა ძმარს ფინიკის ღვინისგან ამზადებდნენ.
ძმარი არა მხოლოდ კერძებისთვის გამოიყენება. მისი შესაძლებლობები ძალიან ფართოა და ამაში ქვემოთ დარწმუნდებით. რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ძმარი?
ყელის ტკივილის დროს
თუ მტკივან ყელში რეგულარულად გამოივლებთ ოდნავ წყალში გაზავებულ ძმარს (1 ჭ. თბილ წყალში ჩაამატეთ 1 ს.კ. ძმარი), ტკივილი სწრაფად გაივლის. გამოვლება საჭიროა 4-6-ჯერ დღეში. პათოგენურ მიკრობებს ყველაზე კარგად ვაშლის ძმარი ებრძვის. მისი ყიდვაც შეგიძლიათ და შინ დამზადებაც.
ვაშლის ძმრის უნიკალური თვისებები და საუკეთესო რეცეპტები
ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად
დაასხით ჩვეულებრივი თეთრი ღვინის ძმარი ლაქას და შემდეგ რბილი ქსოვილით ძლიერად გადაწმინდეთ. ასე მოაშორებთ ოფლის და დეოდორანტის შედეგად დატოვებულ ლაქებს.
კუნთების ტკივილისას
თუ დაღლილობისგან კუნთები გტკივათ, ძმრის კომპრესები გაიკეთეთ. 1 ჭიქა წყალი+2 ს.კ. ძმარი, დაალბეთ ამ ხსნარში ქსოვილი და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
ჭიანჭველების წინააღმდეგ
გააზავეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი, მოასხურეთ იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდებიან ჭიანჭველები. ისინი დიდი ხნის განმავლობაში დაივიწყებენ თქვენი სახლის გზას.
ხალიჩის გასაწმენდად
ნახევარ ჭიქა სოდაში ჩაასხით 2 ს.კ. ძმარი და ეს მასა ხალიჩას წაუსვით. დატოვეთ მთელი ღამით, მეორე დღეს კი გადაფერთხეთ.
ჟანგის მოსაშორებლად
ჩააწყვეთ დაჟანგებული დეტალები წყალგარეულ ძმარში და წამოადუღეთ. შემდეგ წყალი გადაავლეთ. ახალივით იქნება.
ყველის შესანახად
თუ ყველი მაცივარში დიდი ხნის განმავლობაში გიდევთ, სუნი რომ არ აიღოს, ძმრიან წყალში დასველებულ ტილოში გაახვიეთ.
გაჭედილი ნიჟარასთვის
თუ ნიჟარაში წყალი აღარ გადის, სანტექნიკის გამოძახებას ნუ იჩქარებთ. ჩაყარეთ ნიჟარის ხვრელში ერთი ჭიქა სოდა და ჩაასხით 2-3 კოვზი ძმარი. ნახევარი საათის შემდეგ კი მდუღარე ჩაუშვით.
სახელურების გასაწმენდად
სოდისა და ძმრისგან (თანაბარი წილი) მოამზადეთ ნარევი და ამით გაწმინდეთ უჟანგავი მეტალის და ნიკელის ნივთები. თუნდაც ონკანები. შემდეგ წყალი გადაავლეთ და გაამშრალეთ.
რწყილების საწინააღმდეგ
თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი რწყილებისგან იტანჯება, გადაავლეთ ბეწვზე წყალში გაზავებული ერთი ჭიქა ძმარი. რწყილებსაც გააცლის და ბეწვსაც გაუპრიალებს.