ვაშლის ძმარი უებარი წამალია მრავალი დაავადების სამკურნალოდ ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, არეგულირებს ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს.
თეთრი ღვინის ძმარს ბევრი უკუჩვენება აქვს, აი, ვაშლის ძმარი კი შეიცავს ნატურალურ ვაშლის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ვაშლის ძმარი უებარი წამალია მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
მაგალითად ანგინის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ საათში ერთხელ. ხსნარი რამდენიმე წუთის განმავლობაში პირის ღრუში გააჩერეთ და შემდეგ გადაყლაპეთ.
სახეზე გამონაყარის, აკნეს დროს: ყოველ დილა-საღამოს პირის დაბანის შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ვაშლის ძმარში და სახე გაიწმინდეთ. გამონაყარი მალე გაივლის.
კვების პროდუქტებით მოწამვლისას: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ჭიქა წყალში. მიიღეთ ყლუპებად ყოველ 5 წუთში. ნაზავის ერთიანად მიღება არ შეიძლება, ეფექტი ნულის ტოლი იქნება.
დამწვრობის დროს: კანის ზედაპირის დამუშავებისას განუზავებელი ვაშლის ძმარი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავიდან აგაცილებთ ბებერების გაჩენას.
რადიკულიტი თუ გაწუხებთ: ვაშლის ძმრით კარგად დაიზილეთ მტკივნეული ადგილი და თბილად შეიხვიეთ.
ქრონიკული უძილობის დროს: 2 ჩაის კოვზ თაფლს დაასხით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
ვისაც ართრიტი აწუხებს: რაკომენდებულია 10 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი 1 ჭიქა წყალზე ყოველი ჭამის დროს.
ზედმეტი წონის მოსაცილებლად: 2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი. დალიეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. იგი შლის ცხიმებს და აქვეითებს მადას. ნარევი დაამზადეთ ყოველდღიურად. სრული კურსი 60 დღეა.
ასე რომ, ეცადეთ, სახლში ყოველთვის გქონდეთ ვაშლის ძმარი, როგორც ხედავთ, იგი ბევრი დაავადების მორჩენაში გვეხმარება.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ