გოგონას უკვე ნატალია ვოდიანოვას მსგავსი წარმატებული კარიერა უწინასწარმეტყველეს. მას ამისთვის შესაფერისი გარეგნობა აქვს და მასაც - საოცარი ცისფერი თვალები.
ამ გოგონას ამბავი კონკიას ამბავს ჰგავს. ამ პატარა გოგონაზე დაღესტნიდან, რომელმაც ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანა, დღეს უამრავი ადამიანი საუბრობს. არც ისე დიდი ხნის წინ მაჰრაბა ადგილობრივების გარდა არავისთვის იყო ცნობილი, მაგრამ ახლა ინტერნეტსივრცეში უზომოდ პოპულარულია. გოგონა მხოლოდ ცხრა წლისაა და ნამდვილი მოდელია, დღითიდღე უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება.
მაჰრაბას ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ის უზბეკეთში დაიბადა და სამი წლის ასაკში მისი მთელი ოჯახი დაღესტანში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან ნორმალურად ცხოვრობდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მაჰრაბას მამა დაადეპორტეს და ის დედასთან დარჩა. ფული საჭმლისთვისაც კი არ ჰქონდათ და გოგონა იძულებული გახდა ქუჩაში მოწყალება ეთხოვა.
მალე პატარა გოგონა და მისი დედა უსახლკაროდ დარჩნენ და აქეთ-იქით ხეტიალი დაიწყეს.
სიტუაცია უიმედო ჩანდა, მაგრამ 2024 წელს მაჰრაბას, რომელიც, მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, სულ ღიმილით ჰქონდა სახე გაბრწყინებული, ტურისტმა მიაქცია ყურადღება. მან გოგონას ფული მისცა და სოციალურ ქსელში მისი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.


მოდის აგენტებმა მაშინვე შენიშნეს მოღიმარი ლამაზი გოგონა, მისმა ამბავმაც შთააგონათ და ტანსაცმლის ბრენდმა მას სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა შესთავაზა.
მაჰრაბა ახლა სრულფასოვანი მოდელია, რომელიც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს არეკლამებს და არც ისე ცოტა თანხას გამოიმუშავებს. ასევე აქვს გვერდი სოციალურ ქსელში, დაახლოებით 30 000 გამომწერით.


მას შემდეგ, რაც გოგონას საცხოვრებელი პირობები გახდა ცნობილი, ადგილობრივმა მცხოვრებმა, ჯანეტმა, მასზე მზრუნველობა იკისრა. მანამდე ის ხშირად ეხმარებოდა ოჯახს ფინანსურად. მაჰრაბას დედა დაეთანხმა, რადგან ეს მისი ქალიშვილისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა - ის ჯერ კიდევ ქუჩაში ცხოვრობს და მოდელი შვილისგან ფინანსურ დახმარებას იღებს. ჯერჯერობით გოგონას მეურვე ჯანეტი იქნება, სანამ დედამისი წელში გაიმართება და მისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნას შეძლებს. სავარაუდოდ ამაშიც ისევ პატარა მოდელი გოგონა დაეხმარება.


