"შვილი მეუბნება: "შენ ლამაზი დედა ხარ, თეატრში და კინოში სასიარულოდ, საპირფარეშოში კი ძიძა გამიყვანს"... ძიძების მთელი არმია მყავს, მაგრამ მეც ჩართული ვარ აღზრდაში" - მილიარდერი ბიზნესმენის მეუღლე ოჯახსა და შვილებზე - მშობლები

"შვილი მეუბნება: "შენ ლამაზი დედა ხარ, თეატრში და კინოში სასიარულოდ, საპირფარეშოში კი ძიძა გამიყვანს"... ძიძების მთელი არმია მყავს, მაგრამ მეც ჩართული ვარ აღზრდაში" - მილიარდერი ბიზნესმენის მეუღლე ოჯახსა და შვილებზე

2025-11-01 13:02:59+04:00

იორდანელი მილიარდერის, ზიად მანასირის მეუღლე, მრავალშვილიანი დედა, 44 წლის ვიქტორია მანასირი პოდკასტში მონაწილეობდა, სადაც შვილების აღზრდაზე, ოჯახსა და მეუღლეზე ისაუბრა.

„ბავშვები ჩემი სიმდიდრეა. სწორედ ამ აზრს ვდებ სიტყვა „სიმდიდრეში“. თითოეულ შვილს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს და ვცდილობ, ეს ყოველთვის გავითვალისწინო,“ — ამბობს ვიქტორია. მისი თქმით, უფროსი შვილი, აღმოსავლური ტრადიციების თანახმად, მამის ბიზნესს გააგრძელებს. „მიხარია, როცა შვილები მშობლების საქმეს აგრძელებენ, მაგრამ მე არ მაქვს მიზანი, ჩემი საქმე გავაფართოვო ან ვინმეს გადავაბარო.“

ვიქტორია მანასირი უკვე 20 წელზე მეტია, რაც ზიად მანასირთან ქორწინებაშია. ცოლ-ქმარს ხუთი შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავთ. ზიადს ასევე ჰყავს ორი მოზრდილი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან — დიანა და ელენა.

„ბავშვებთან მეგობრობა მიყვარს. არ მომწონს ზედმეტი „ხელის გულზე ტარება“. ვუყვები ჩემს ისტორიებს, ვესაუბრები გულწრფელად. სახლში მშვიდი დიალოგი მირჩევნია ყვირილს. შეურაცხყოფა და მანიპულაცია ჩემთვის მიუღებელია,“ — ამბობს მანასირი. მისი მიზანია, შვილებს ყოველთვის უნდოდეთ სახლში დაბრუნება: „ვიცი, ყველგან ბალიშს ვერ დაუფენ, მაგრამ ვცდილობ, რომ ოჯახი მათთვის უსაფრთხო და თბილი სივრცე იყოს.“

ქმარი — გულღია და მოსიყვარულე ადამიანი

ვიქტორია ამბობს, რომ მისი მეუღლე ზიად მანასირი გულუხვობითა და კეთილშობილებით გამოირჩევა. „მას აქვს საოცარი სულიერი სიმდიდრე და უსაზღვრო სიყვარული შვილების მიმართ. აღმოსავლური შეზღუდვები ჩვენს ოჯახში არასდროს მიგრძნია. პირიქით — სითბო, სტუმართმოყვარეობა და სიკეთე მისი ბუნებრივი თვისებებია.“

ინტერესების გაზიარება

ვიქტორიას შვილები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების არიან, თუმცა დედა ცდილობს, მათ თავისი ინტერესებიც გაუზიაროს: „ვეხმარები მათ ყოველდღიური გრაფიკის დაგეგმვაში, ერთად ვკითხულობთ ან თეატრში დავდივართ. მიყვარს, როცა მათი ინტერესები ჩემსას ერწყმის — ამით ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მყარდება.“

განსაკუთრებული სიყვარული შვილიშვილ მილას მიმართ

მანასირი აღიარებს, რომ შვილიშვილს უფრო ანებივრებს, ვიდრე საკუთარ შვილებს: „ეს სავსებით სხვა განცდაა — თითქოს მსუბუქი უპასუხისმგებლობის მდგომარეობა. შეგიძლია ცოტა "გააფრინო", ბავშვი გაახარო. შვილიშვილის სიყვარული თითქოს ახალ ენერგიას გაძლევს. მთელი ოჯახი მის გარშემო ტრიალებს, ის ჩვენი პოზიტივის წყაროა.“

ოჯახური გუნდი და დამხმარეები

ვიქტორია მადლიერებით საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც მას ოჯახში ეხმარებიან: „ძალიან ვაფასებ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით დგას. სამი შვილი უკვე ცალკე ცხოვრობს, ხოლო სამი პატარა ჩემთანაა. არ დავასახელებ რაოდენობას, მაგრამ ნამდვილად მყავს "დამხმარეთა არმია". ერთხელ ჩემი ბიჭი ძიძას ეძახდა. მის მაგივრად მე მივედი, ვეკითხები, რა გინდა? თურმე საპირფარეშოშია და დახმარება უნდა. ვუთხარი, რომ მეც შემიძლია, მაგრამ მიპასუხა, "შენ ლამაზი დედა ხარ, თეატრისთვის და ლაპარაკისთვის". ასეთ მომენტებში ვიცინი, მაგრამ მიხარია, რომ ბავშვები ასე ბუნებრივად აღიქვამენ გარემოს. ერთი მუდმივი ძიძა გვყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვების აღზრდა სხვას გადავაბარე — მე თვითონ ვარ აქტიურად ჩართული.“

სიმდიდრე და პასუხისმგებლობა

ვიქტორია ამბობს, რომ მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა, შვილებს არ ანებივრებს: „ბევრჯერ არის ხან ბევრი, ხან ცოტა — ცხოვრება ასეა. ვუხსნი, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. სწავლას ჩვენ ვაფინანსებთ, მაგრამ შემდეგ უკვე მათ უნდა იცხოვრონ დამოუკიდებლად. მე უფრო მკაცრი ვარ, ქმარი — გულუხვი. ყოველთვის ვასწავლი, რომ ფული უნდა დააგროვო, არა დახარჯო. ადამიანმა უნდა შეძლოს გადარჩენა ფულის გარეშეც. მთავარია, ადამიანობა არ იყოს დამოკიდებული შენს ფინანსურ მდგომარეობაზე.“

ოჯახი, სტილი და საზოგადოება

მანასირის ოჯახი ცნობილია თავისი მდიდრული ცხოვრების სტილით, რომელიც ხშირად აისახება სოციალურ ქსელებში. ისინი მდიდრულ კურორტებზე მოგზაურობენ, აგროვებენ Hermes-ის კოლექციურ ჩანთებს. თუმცა, ვიქტორიას თქმით, ყველაფერს საფუძვლად უდევს არა ფუფუნება, არამედ ოჯახური სითბო და ჰარმონია.

ზიად მანასირი იორდანული წარმოშობის მილიარდერი ბიზნესმენია. ის იორდანიაში დაიბადა თუმცა საბჭოთა კავშირში სწავლობდა, სადაც შემდგომაც დარჩა და თავისი საქმიანობა დაიწყო. მან დააარსა სამშენებლო და საინჟინრო კომპანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტორად იქცა რუსეთში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. სწორედ იქ მოიპოვა მან თავისი დიდი ქონება და გავლენა.

ვიქტორია კი რუსია, ყოფილი მოდელი. ბოლო წლებში ხშირად ჩნდება ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელებში, სადაც ოჯახურ და საგანმანათლებლო თემებზე საუბრობს. წყვილი ხან რუსეთში ცხოვრობს, ხან დუბაიში, ხშირად მოგზაურობენ ევროპასა და აღმოსავლეთში.