მომღერალიბარბარა სამხარაძე,რომელიც ფართო საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, რადიკალურად შეცვლილი იმიჯით წარდგა. გარეგნული ტრანსფორმაციის შემდეგ არტისტი ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ამის პარალელურად, მსმენელს შემოქმედებით სიახლეებსაც სთავაზობს. ბარბარა, რომელიც ახლახან საკუთარ მუსიკალურ სტუდიაშიც შეუდგა სწავლებას, ახალი ცხოვრების შესახებ ჟურნალ„სარკეს“ესაუბრა.
ბარიატრიული ოპერაცია: "ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია"
მომღერალმა დაადასტურა, რომ მისი გარეგნობის მნიშვნელოვანი ცვლილება ბარიატრიულ ოპერაციას უკავშირდება. ბარბარა „სარკესთან“ საუბარში ამბობს, რომ თავს ახალ სხეულში კარგად გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციის გზა მარტივი არ იყო.
ბარბარას თქმით, ოპერაციის შემდეგ წონის შენარჩუნება რთული პროცესია, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად ექიმების ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.
"მართლაც რთულია, წონა რომ არ გაგექცეს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ექიმები მირჩევენ. ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, ვვარჯიშობ. არ ვიღებ ისეთ საკვებს, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას ვნებს, თუმცა ყოფილა მომენტები, როცა ეს წესი დამირღვევია რაღაც მიზეზის გამო. განაგრძეთ კითხვა