ქართველი ჟურნალისტის,თამუნა მუსერიძისსახელი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და მასშტაბურ პრობლემასთან - უკანონო გაშვილებასთან და ბავშვებით ვაჭრობის სისტემასთან ასოცირდება. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც მუსერიძემ საკუთარი შვილად აყვანის ფაქტი აღმოაჩინა და საკუთარი ფესვების ძიება დაიწყო, ფეისბუქზე შექმნა ჯგუფი „ვეძებ“. ამ პლატფორმის მიზანი იყო, გაეერთიანებინა ყველა ის ადამიანი, ვინც საბჭოთა პერიოდიდან 2005 წლამდე არსებული ბავშვებით ვაჭრობის შავი ბაზრის მსხვერპლი გახდა და ბიოლოგიურ ოჯახებს ეძებდა.
„ვეძებ“ მალევე გადაიქცა სამოქალაქო მოძრაობად, რომელმაც ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი და საზოგადოებრივი ინტერესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გამოიწვია(თამუნა მუსერიძე 2023 წელს BBC-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაშიც მოხვდა). ჯგუფის და თამუნა მუსერიძის მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო უფასო მომსახურება - მოძიების პროცესში ოჯახებს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრებოდათ.
საპასუხოდ, თავად თამუნა მუსერიძემ ჩართოპირდაპირი ეთერი და ჯგუფში მომხდარ "წარმოუდგენელ ამბავზე“ ისაუბრა. როგორც მუსერიძე აცხადებს, განხეთქილების მიზეზი ჯგუფის მომსახურების, კერძოდ, ბიოლოგიური ოჯახების მოძიების, ფასიანი გახდომის იდეა გახდა, რასაც "ვეძებ“-ის სხვა ადმინისტრატორები კატეგორიულად არ დაეთანხმნენ.
თამუნა მუსერიძის თქმით, მას მერე, რაც "ვეძებ"-ის ჯგუფი დაარსდა, ადმინისტრაციაში გარკვეული შეუთანხმებლობები და ცვლილებები ხდებოდა, თუმცა "არასოდეს მომხდარა ისეთი რამ, რაც ახლა ხდება და წარმოუდგენელია ჩემთვის ეს ამბავი“.
"ჩვენი ჯგუფის მომსახურება, ბიოლოგიური ოჯახის, შვილების, ნათესავების მოძიება არის სრულიად უფასო, ამაში თანხას არ ვიღებთ და ვერც ავიღებთ. თუმცა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ ადმინისტრატორს [მაია ცქვიტაიას] გაუჩნდა იდეა, რომ ბიოლოგიური მშობლის მოძებნაში ადამიანს გამოვართვათ ათი ათასი ლარი“, - განაცხადა მუსერიძემ.განაგრძეთ კითხვა