დღესსოსო პავლიაშვილისამაგალითო ოჯახის მამაა, მაგრამ კარიერის დასაწყისში, როგორც თავად აღიარებს, ნამდვილი "ლოველასი" იყო. არტისტს ვერც კანონიერი მეუღლის არსებობა აჩერებდა - წერს რუსული მედია.
თუმცა, იდილია სოსო პავლიაშვილის რომანებმა დაანგრია. პოპულარობის ზრდასთან ერთად, მომღერალს თაყვანისმცემლები არ აკლდა და ვარსკვლავი სულ უფრო ხშირად ივიწყებდა კანონიერ მეუღლეს, რომელიც მას შვილთან ერთად საქართველოში ელოდებოდა, სანამ ის მოსკოვში კარიერას იწყობდა.
"სხვადასხვა ქვეყანა... ძალიან ბევრი ცდუნება იყო. ეს მთლიანად ჩემი ბრალი იყო. მე არასოდეს ვამბობდი უარს. ორი სიტყვა მისთვის - მადლობა და მაპატიე. ყოველდღე მადლიერი ვარ ნინოსი და ყოველდღე შემიძლია ვუთხრა: „მაპატიე“, - გულახდილად საუბრობს სოსო სვეტლანა ბონდაჩუკთან ინტერვიუში.
ღალატის მიუხედავად, ყოფილმა მეუღლეებმა თბილი ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს. არტისტი დღემდე ინარჩუნებს მასთან კავშირს და ოჯახის სრულფასოვან წევრად მიიჩნევს. განაგრძეთ კითხვა