ანიტა აბგარიანი "რანინას" VIII სეზონის გამარჯვებულია. ის 2025 წლის საბავშვო ევროვოზიაზე საქათველოს წარმომადგენელი იქნება. ის ფინალში სანდრო აბესაძესთან და ლაზარე კაპანაძესთან ერთად წარსდგა.


"ახლა ყველანაირი ემოცია მაქვს" - თქვა გამარჯვებულმა ანიტამ.
"სამივე მონაწილე მართლაც საოცარია, მათ წინ ფართო და წარმატებული გზა აქვთ. განსაკუთრებით ანიტა, ეს მისთვის პირველი ნაბიჯია იმ უამრავიდან, რაც წინ ელოდება. ვფიქრობ, ის საქართველოს შესანიშნავად წარადგენს" - განაცხადა საბავშვო ევროვიზია 2025-ის მთავარმა რეჟისორმა და „რანინას“ ფინალის ჟიურის წევრმამარვინ დითმანმა.

ანიტა 10 წლისაა, ბათუმიდან. ამბობს, რომ ხანდახან ჯიუტი და ცელქია, ასევე მეგობრული, უყვარს ცურვა და სიმღერა. სამომავლოდ კი მხატვრობას და მსახიობობას გეგმავს. თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით, ძერწვით, ქსოვით...
