"ძალიან რთული კითხვები გავიარე. ერთხელ მკითხა: "დე, შეიძლება, ჩემი გენეტიკური დედა ვნახო?" გენეტიკური შვილის შემდეგ, მე ავიყვანე იმიტომ, რომ ვხედავდი ჩემს თავში რესურსს, კიდევ ერთი ადამიანისთვის მეჩუქებინა სიყვარული..." - ნინო ხაჟომია შვილის აყვანის სირთულეებზე - მშობლები

"ძალიან რთული კითხვები გავიარე. ერთხელ მკითხა: "დე, შეიძლება, ჩემი გენეტიკური დედა ვნახო?" გენეტიკური შვილის შემდეგ, მე ავიყვანე იმიტომ, რომ ვხედავდი ჩემს თავში რესურსს, კიდევ ერთი ადამიანისთვის მეჩუქებინა სიყვარული..." - ნინო ხაჟომია შვილის აყვანის სირთულეებზე

2025-11-02 23:53:33+04:00

ჟურნალისტი ნინო ხაჟომია თამუნა მუსერიძის პოდკასტში იმყოფებოდა და ისაუბრა შვილად აყვანის სირთულეებზე, ასევე საკუთარ შემთხვევაზე - ბიოლოგიური შვილის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთი პატარა ეშვილებინა. ნინოს თქმით, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ბევრი წლის წინ მიიღო, როცა უდედმამო ბავშვებზე და ბავშვთა თავშესაფრებზე აკეთებდა სიუჟეტებს და შემდეგ განახორციელა.

"ჩემთვის არანაირი განსხვავება არაა ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ შვილს შორის. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ ბიოლოგიური შვილის მერე უნდა აგვეყვანა ბავშვი, მთელი ღამე ვიფიქრე. ბოლოს მივხვდი, რომ ორ ადამიანს რამენაირად გავუნაწილებდით სიყვარულს... ახლა, როცა ავად გავხდი, 13 წლის ნიკაში საოცარი ემპათია აღმოვაჩინე. 10-იანებზე დაიწყო სწავლა უცებ და გამიკვირდა. მითხრა, ავადმყოფობის დროს ვერანაირად ვერ გეხმარები და გაგახარებ მაინცო...

ჩემმა შვილმა იცოდა ყველაფერი და ძალიან რთული კითხვები გავიარე. ერთხელ მკითხა: "დე, შეიძლება, ჩემი გენეტიკური დედა ვნახო?.." ვისაუბრეთ ამაზე ვრცლად და რომ გადახარშა, რამდენიმე დღის მერე მითხრა: ქალი, რომელმაც სამშობიაროში დამტოვა, გაიპარა და ერთი დღე არ უბრძოლია ჩემთვის, რატომ უნდა ვნახოო...

მე ჩემს შვილებთან სულ დიდი კაცებივით ვსაუბრობდი, პატარაობიდან ვეუბნებოდი - გენეტიკური, არაგენეტიკური... შენ ჩემს მუცელში არ იჯექი, მაგრამ მაინც ჩემი შვილი ხარ... რომ გაიზარდა უფრო მძიმე შეკითხვები წამოვიდა... ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ და როგორ უნდა მეკადრებინა ჩემი შვილისთვის, ტყუილში ეცხოვრა?

472682916-10237683256207951-2398896919849779472-n-1762114949.jpg

ნიკოლოზი ოფიციალურად არის აყვანილი, საბუთებით. დედამ სამშობიაროში დატოვა. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ მისი მოძებნა, ის ვერ მოგვძებნის...

თავიდან ვფიქრობდი, მენახა, გავსაუბრებოდი, თუ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მხოლოდ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მზად ვიყავი, სრულწლოვანებამდე ამეღო მეურვეობა ნიკაზე და ყოფილიყო დედასთან, მას თუ სურვილი ექნებოდა. მაგრამ მერე ნიკასავით დავფიქრდი, ქალი გაიპარა. სურვილი რომ გქონდეს, ხომ უნდა იბრძოლო, ერთი კვირა მაინც იბრძოლო შენი შვილისთვის...

გენეტიკური შვილის შემდეგ, მე ავიყვანე იმიტომ, რომ ვხედავდი ჩემს თავში რესურსს, კიდევ ერთი ადამიანისთვის მეჩუქებინა სიყვარული..."

იხილეთ გადაცემა სრულად:

ჯიუტად ძლიერი ქალი, უკიდეგანო გამძლეობით, აღმოვჩნდი ონკოლოგის კაბინეტში... არასოდეს მითხოვია დახმარება. არასოდეს მიტირია საჯაროდ... - ნინო ხაჟომია