მარიამ შარმანაშვილი ოჯახურ ვიდეოკადრებს აქვეყნებს - კარლო პონტი მარიამის ვაჟს იტალიურის სწავლაში ეხმარება. მარიამის შვილმა პირველი ქორწინებიდან და მისმა მეუღლემ - დირიჟორმა კარლო პონტიმ შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს და მეგობრობენ.
მარიამმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა გამომწერებთან, რომ ის და კარლო ერთად მუდმივად არ არიან, რადგან კარლოს ხშირად აქვს გასტროლები.
- ადამიანებს უკვირთ, რატომ არის ახლა კარლო სხვა ქვეყანაში და მე - აქ. კარლოს პროფესიიდან გამომდინარე ისედაც ხშირად უწევს გასტროლებზე, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა. გარდაუვალია, რომ ხანდახან მოგვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა და ამ აზრს შეგუებული ვართ მეც და კარლოც. ჯერჯერობით კარგად ვუმკლავდებით ამ გამოწვევას. ხანდახან საჭიროც კია წყვილებისთვის დისტანცია, საინტერესოსაც კი ხდის ურთიერთობას. უფრო მეტი მონატრებაა, უფრო დიდხანს გრძელდება აღფრთოვანების მომენტი... ჩვენ ყოველდღიური და აქტიური ურთიერთობა გვაქვს.
წყვილმა საქართველოში დაიწერა ჯვარი და ქორწილიც აქ გადაიხადა, მოგვიანებით კი ჟენევაში მოაწერეს ხელი და ცერემონიას მარიამის დედამთილი - სოფი ლორენიც ესწრებოდა.