ვინ ითვლება ოჯახის წევრად, როდესაც ქონების გადასახადის დეკლარაციას ვავსებთ და ითვლება თუ არა პირადი გადარიცხვები შემოსავლად - სპეციალისტი განმარტავს - მშობლები

ვინ ითვლება ოჯახის წევრად, როდესაც ქონების გადასახადის დეკლარაციას ვავსებთ და ითვლება თუ არა პირადი გადარიცხვები შემოსავლად - სპეციალისტი განმარტავს

2025-11-03 10:57:27+04:00

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თინათინ გოგრიჭიანი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ქონების გადასახადის დეკლარაციის შესახებ საუბრობს. წამყვანის შემდეგ შეკითხვაზე - როდესაც წყვილს ჯვარი აქვს დაწერილი, ერთად ცხოვრობს, მაგრამ ხელი არ აქვს მოწერილი, უწევთ თუ არა საერთო ქონების დათვლა - სპეციალისტი პასუხობს:

- კანონმდებლობა ოჯახს განმარტავს. ასეთ შემთხვევაში, უნდა ავიღოთ ის, რასაც "ოჯახის" დეფინიცია მოითხოვს. ოჯახის წევრებად მიიჩნევიან პირი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. ამის შემდეგ, დეკლარანტი თავად განსაზღვრავს უპირობოდ, თუ ვინ არის მისი დანარჩენი ოჯახის წევრი, ანუ ვინ არის მასთან მუდმივად მცხოვრები. შეგიძლიათ, მაგალითად, დედა, მშობელი არ ჩათვალოთ ოჯახის წევრად, თუ თქვენთან მუდმივად მცხოვრები არ არის და მასთან ერთად საერთო მეურნეობას არ ეწევით. ამიტომ, თავად დეკლარანტი განსაზღვრავს, ვინ არის ოჯახის წევრი ჩამონათვალიდან. ეს არის დედა, მამა, და, ძმა, სრულწლოვანი შვილი, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი. დეკლარანტმა უნდა გასაზღვროს, ვინ არის მისი ოჯახის წევრი.

რა იგულისხმება შემოსავალსა და 40 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებაში - ითვლება თუ არა პირადი გადარიცხვები შემოსავლად?

- იგულისხმება ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად. 40 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებაში შემყავს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. თუ მცირე ბიზნესის სტატუსით ვსარგებლობთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25% და არა მთლიანი შემოსავალი. ასევე, ნებისმიერი სარგებელი, რომელიც არაეკონომიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, ისიც ითვლება სარგებლად.

ნახეთ გადაცემა ვრცლად:

რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით: ეს ფული მიმღები პირებისათვის არის შემოსავალი
თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში 1300 ლარს, ის ქონების გადასახადის გადამხდელია... ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, მიწა, რომელიც შესაძლოა არც კი გამოყენებულა არასდროს - ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ