ჩეჩენი ქალი, რომელმაც ქმრის ქორწილში მისი ახალი ცოლისთვის იცეკვა... - ერთი თვის წინ შვილი გააჩინა, მისმა ქმარმა კი უკვე მეორე ცოლი შეირთო (ვიდეო) - მშობლები

ჩეჩენი ქალი, რომელმაც ქმრის ქორწილში მისი ახალი ცოლისთვის იცეკვა... - ერთი თვის წინ შვილი გააჩინა, მისმა ქმარმა კი უკვე მეორე ცოლი შეირთო (ვიდეო)

2025-11-03 11:02:30+04:00

რამდენიმე კვირის წინ ჩეჩნეთში შედგა ქორწილი, რომლის შესახებაც მოგვიანებით მთელმა ინტერნეტსივრცემ შეიტყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ცეკვავ ქალი შავებში, წითელი თავსაფრით და მალე გაირკვა, რომ ის ნეფის პირველი ცოლი იყო. ადგილობრივი წესებით, ასეთი ცეკვა ახალი ცოლის წინაშე იმის ნიშანია, რომ მას ოჯახში იღებენ. თუმცა საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა ამ ვიდეოს.

აღმოჩნდა, რომ მოცეკვავე ქალს ლიმდა ჰქვია და ის წინააღმდეგი იყო ქმრის კიდევ ერთი ქორწინების. ლიმდას მეგობრის თქმით, მორიგი ქორწილის შესახებ მნ რამდენიმე დღით ადრე გაიგო და ძალიან რთულად მიიღო ეს ამბავი. მით უმეტეს, რომ ერთი თვის წინ მეორე შვილი გააჩინა ამ მამაკაცისგან. რა თქმა უნდა, ქმარს ყურად არ უღია მისი თხოვნები და ახალი საცოლე სახლში მოიყვანა. ლიმდამ კი წყენა ჩაყლაპა და ტრადიცია აღასრულა - იცეკვა პატარძლის წინ.

470x600-1-2aeea13c29606494-1762154173.webp

ლიმდას მეგობრის თქმით, მან სიყვარულით შექმნა ოჯახი და 8 წელი ბედნიერად იცხოვრა ქმართან. თუმცა ბოლო დროს მისი ქმარი საკმაოდ გამდიდრდა და მეორე ცოლის შერთვაც გადაწყვიტა. ლიმდამ მართალია, ტრადიცია აღასრულა, თუმცა როგორც სოცმედიაში წერენ, ქმართან დარჩენას არ გეგმავს, რადგან ეს მისთვის ზედმეტად მტკივნეულია.

338x600-1-744dfd5442181e3200ea3b273d10718-1762154173.webp

როცა საკუთარი შვილისთვის დასავლური თავისუფლება გინდა, სხვებისთვის კი - ირანული ციხე - აიათოლას გარემოცვის წევრის ქალიშვილის შოკისმომგვრელი ქორწილი
ოქროებში ჩასმული პატარძალი და მცირეწლოვანი სასიძო - ბოშების ქორწილის ფოტოებს და ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა