67 წლის მადონა 29 წლის ბოიფრენდზე დაინიშნა - წყვილი საქორწილო შეთანხმებას აწერს ხელს - მშობლები

67 წლის მადონა 29 წლის ბოიფრენდზე დაინიშნა - წყვილი საქორწილო შეთანხმებას აწერს ხელს

2025-11-04 08:36:18+04:00

67 წლის მადონა ფარულად დაინიშნა თავის 29 წლის შეყვარებულზე, ფეხბურთელ აკიმ მორისზე.

„მადონა კვლავ ამტკიცებს, რომ არ სურს ერთი წუთის დაკარგვაც კი. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახლა რაღაც სხვა უნდა. აკიმი მას სიმშვიდისა და სიახლოვის განცდას ანიჭებს - აცინებს, მოტივაციას აძლევს და უკეთესად ექცევა, ვიდრე ოდესმე ვინმე მოქცევია“, - განუცხადა მომღერალთან დაახლოებულმა წყარომ RadarOnline-ს.

94c3b89c8a60-new-york-new-york-madonna-and-akeem-morris-attend-the-2025-met-gala-celebrating-1762231450.webp

გამოცემის ცნობით, მადონა ყურებამდე „შეყვარებულია“ და მისმა შვილებმაც გულითადად მიიღეს დედის რჩეული.

აკიმ მორისამდე მომღერალს უბრალოდ რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. მადონას გარემოცვის თქმით, აკიმი არ ექცევა მას, როგორც ვარსკვლავს, ის მასთან არის, როგორც ჩვეულებრივი შეყვარებული მამაკაცი ქალთან, რითაც ყველაზე მეტად დაიპყრო ვარსკვლავის გული.

original-2-1762231450.webp

თუმცა, მადონა და მისი პარტნიორი მაინც გეგმავენ საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას: „რა თქმა უნდა, ის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. აკიმი მორის მას არ აწყენინებს - მან უკვე მოაწერა ხელი ყველანაირ ხელშეკრულებას, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს“. მომღერალი ამჟამად განიხილავს, სად გაიმართოს ქორწილი. ვარიანტებს შორისაა იტალია, პორტუგალია ან მისი სასახლე აღმოსავლეთ ჰემპტონში.

original-1-1762231450.webp

მადონა ორჯერ იყო დაქორწინებული: მსახიობ შონ პენზე და რეჟისორ გაი რიჩიზე. მას ჰყავს ორი ბიოლოგიური შვილი (ქალიშვილი ლურდესი და ვაჟი როკო) და ოთხი ნაშვილები.

image-madonnasixkids-instagram-1762231450.webp