ვინ არის ტიკტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი (ზურა ბიძია), რომელიც თანხმობის გარეშე ბავშვებს ვიდეოებს უღებს და სოციალურ ქსელში ავრცელებს - მშობლების საჩივრების საფუძველზე საკითხით სამართალდამცველები დაინტერესდნენ - მშობლები

ვინ არის ტიკტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი (ზურა ბიძია), რომელიც თანხმობის გარეშე ბავშვებს ვიდეოებს უღებს და სოციალურ ქსელში ავრცელებს - მშობლების საჩივრების საფუძველზე საკითხით სამართალდამცველები დაინტერესდნენ

2025-11-04 12:04:41+04:00

"კარგია, კარგია, კარგია" -რა იმალება ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზის მიღმა და ვინ არის ადამიანი, რომელმაც ამ ერთი სიტყვის გამეორებით ათიათასობით ბავშვის ყურადღება მიიქცია? ზურაბკენჭიაშვილს, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც "ზურა ბიძია", მშობლების საჩივრების საფუძველზე ახლა პოლიციელების კითხვებზე პასუხის გაცემა უწევს.ტიკტოკერიმამაკაცის კონტენტი ძირითადად ბავშვებთანკომუნიკაციაზეააგებული. მოქმედება ხშირად სკოლის ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს ხდება.პოზიციონირებსროგორც "კეთილი ბიძა", პატარებს ასაჩუქრებს, ყიდულობს ტკბილეულს, უღებს ერთი შეხედვით სახალისო ვიდეოებს,თუმცა მშობლების ნებართვის გარეშე.

"რუსთავი 2"-ს სწორედ მშობლებმა მოგვმართეს, რომლებმაც საკუთარი შვილებიტიკტოკერისგვერდზე შემთხვევით აღმოაჩინეს. რეპორტაჟის მომზადებისას შევეცადეთ ჩაგვეწერა ინტერვიუ ზურა კენჭიაშვილთან, თუმცა მან ეს არ ისურვა."ზურა ბიძიას" სახელით ზურაბკენჭიაშვილმაპოპულარობა, განსაკუთრებით ბავშვებშიმოიპოვა.ის უღებს ვიდეოებს არასრულწლოვნებს და ხშირ შემთხვევაში ინტერნეტში მშობლის თანხმობის გარეშე ავრცელებს. ასევე მშობლისგან მალულად ყიდულობს პატარებს ტკბილეულს. გარკვეული დავალების შესრულების სანაცვლოდ ჩუქნის სპორტულინვენტარსაც.ბავშვებთან კომუნიკაციისთვის მიდის სკოლებშიც, სადაც ხშირად ექმნება პრობლემაადინისტრაციასთან.ბავშვების ვიდეოების გარდა სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე დებს ჩასასვენებელი სასახლეების რეკლამებსაც.რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო, სადაცმაცივარ-ჩასასვენებელშიარასრულწლოვანი იწვა. რადგან ნეგატიური კომენტარები დაიმსახურა, ვიდეო მალევე წაშალა და მოგვიანებით განმარტება გააკეთა.

"ზურა ბიძია" იგივე პლატფორმაზე, სადაც მისიგამომწერებისუმრავლესობა არასრულწლოვანია,იწყევლება და იგინება კიდეც. განაგრძეთ კითხვა