79 წლის ბრიტანელი მულტიმილიონერის განცხადება სენსაციად იქცა. ბრიტანელმა არისტოკრატმა და მილიარდერმა ბენჯამინ სლეიდმა გამოაცხადა, რომ ახალგაზრდა ცოლს და „კარგ დედას“ ეძებს - ახალგაზრდა ქალს, რომელზეც დაქორწინდება და ის მემკვიდრეს (აუცილებლად - ვაჟს) გაუჩენს, რომელიც მის ქონებას მიიღებს, ასევე 1300 ჰექტარ მამულს სომერსეტში.
ექსცენტრიული მილიარდერი ამბობს, რომ მისი მიზანია „ოჯახური ხაზის შენარჩუნება“ და ისტორიული ქონების მამრობითი სქესის მემკვიდრესთვის გადაცემა. ამ განცხადებამ ინტერნეტში ცნობისმოყვარეობა და აღშფოთებაც გამოიწვია.
მისი უზარმაზარი ქონება - სასახლე, თავლები და ვრცელი სასოფლო-სამეურნეო მიწები - თაობების განმავლობაში გადაეცემოდა საგვარეულოს და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ასე დარჩეს.
ამჟამად მას მემკვიდრე არ ჰყავს. მილიარდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს ნამდვილი ოჯახის შექმნა და ეძებს „ინტელექტუალურ, კეთილგანწყობილ და კეთილ“ პარტნიორს, რომელთანაც მას შეუძლია დარჩენილი ცხოვრება ფუფუნებასა და კომფორტში გაატაროს.