უმძიმესი დანაშაული მოხდა კასპის რაიონში. ერთ-ერთ სოფელში 73 წლის კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა. პენსიონერი პოლიციამ უკვე დააკავა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, არასრულწლოვანი თანასოფლელი ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება უკვე წარედგინა. ის ადვოკატმაც მოინახულა.
"შევხვდი ბრალდებულს, ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 137-ე და 138-ე მუხლით, დადგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებს, გამოძიების და თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, - ამბობს"ტვ პირველთან" საუბარში მარიამ ინდუაშვილი.სოფელში, სადაც შემზარავი დანაშაული მოხდა, ამბობენ, რომ ბრალდებული და დაზარალებული არასრულწლოვანი მეზობლები იყვნენ. ისინი დაკავებულისთვის უმკაცრეს სასჯელს მოითხოვენ.