მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) 64 წლის ასაკში გარდაიცვალა - მშობლები

მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

2025-11-05 10:43:47+04:00

გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა).

მეუფე სერაფიმე, რომელიც 1961 წელს სოხუმში დაიბადა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი იყო. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მალევე აღიკვეცა ბერად და 1995 წლიდან ეპისკოპოსი გახდა. 2009 წლიდან - მიტროპოლიტი.

2016 წლის 24 აპრილიდან მიტროპოლიტი სერაფიმე პირადი განცხადების საფუძველზე, განთავისუფლდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველობიდან. ამჟამად იგი ტიტულარული მიტროპოლიტი იყო.