"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახასთანა ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი... ლოცვას დიდი ძალა აქვს..." - ნანუკა გულუა - მშობლები

"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახასთანა ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი... ლოცვას დიდი ძალა აქვს..." - ნანუკა გულუა

2025-11-05 10:57:45+04:00

ტელეწამყვან ნანუკა გულუას, რომელიც სამი შვილის დედაა, გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და უამრავი მილოცვა მიიღო. დღეს ნანუკა წერს:

"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახასთანა ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთე და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიყავხარ ღმერთთან!

მადლობა, რომ ჩემი დაბადების დღის შემდეგ განსაკუთრებულად ვარ გადავსებული ზღვა სიყვარულით და კეთილი სურვილებით! არ სრულდება მილოცვები, ვერ ვერევი ვერც კითხვას და ვერც პასუხის გაცემას… როგორ დავიმსახურე?! როგორ ?!…. "

ძალიან მიხარია, რომ მოტივაცია ვარ 30+ გოგოების, რომლებიც შეჭმული ჰყავს სანათესაოს და სამეზობლოს, რომ დააგვიანდა და აღარაფერი იქნება წინ... - ნანუკა გულუა