"შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე, ლაშიკო..." - რას წერენ ლაშა ბასლანძის დაკრძალვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი? - მშობლები

"შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე, ლაშიკო..." - რას წერენ ლაშა ბასლანძის დაკრძალვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი?

2025-11-05 11:21:38+04:00

ბიზნესმენი და პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, გუშინ დაკრძალეს. მისმა მეუღლემ, მომღერალმა სალომე ბაკურაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

"შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე, ლაშიკო..."

salome-1762327425.png

სალომეს და ლაშას დიდი სიყვარული აერთიანებდათ და ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად მიიჩნეოდნენ.

ლაშას ერთი ვაჟი დარჩა სალომესთან ქორწინებიდან და უფროსი ქალიშვილი - პირველი ქორწინებიდან.

469781071-18478704289012379-7944765785088871385-n-1762327636.jpg

ელენე ბასლანძემაც გამოაქვეყნა ფოტოები მამასთან ერთად და დაკრძალვის შემდეგ დაწერა:

"ღმერთს ვყვარებივარ, რომ შენნაირი მამა მყავს. მთელი ცხოვრება ვეცდები, რომ შენი შვილობა ღირსეულად ვატარო".
572105274-25319754980962217-4284101742915199562-n-1762330066.jpg
577027453-25344659508471764-4045589909480177800-n-1762330066.jpg