ჩვეულებრივი სტიუარდესა
მარტინა ბიგი (ნამდვილი გვარია ადამი) 1988 წელს დაიბადა გერმანიაში, ქალაქ რაინლანდ-პფალცში. თავდაპირველად ბორტგამცილებლად, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მოდელობაც გამოუვიდოდა და თანაც, ექსტრავაგანტული გარეგნობით უნდა მიეპყრო ყურადღება.


ოპერაციები
თავად ამბობს, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ბარბის გარეგნობაზე და პამელა ანდერსონივით დიდ მკერდზე. თუმცა წამქეზებელიც აქტიური ჰყავდა - შეყვარებული მარტინი, რომელიც ახლაც მის გვერდითაა და ყველა წამოწყებაში მხარს უჭერს.

თავიდან კი მკერდისა და ტუჩის გადიდების იდეას აჰყვა და მოგვიანებით ძალიან ამაყობდა, რომ მის საყვარელ ქალს ევროპაში ყველაზე დიდი - 18 ზომა მკერდი ჰქონდა. დიახ, პირველი შედეგით მარტინა არ დაკმაყოფილდა და მრავალჯერადი მკერდის იმპლანტაცია გაიკეთა, ასევე იყენებს სპეციალურ ინექციურ ფორ-ფილერს, რომელიც მას საშუალებას აძლევს მკერდის ზომა თვითონაც შეცვალოს. „მინდოდა თავი მეგრძნო უფრო მიმზიდველად და უნიკალურად.“ - ამბობდა პირველი ოპერაციის შემდეგ. მერე კი მიხვდა, რომ მკერდის გაზრდა მას პოპულარობასა და მედიის ყურადღებას სულ უფრო ზრდიდა და ეს გზა გააგრძელა.
თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდა.
2017 წელს მარტინამ გადაწყვიტა კანის ფერის შეცვლა სპეციალური მელანინის ინექციებით, რის შედეგადაც მისი კანი მნიშვნელოვნად გამუქდა. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ თავს აფრიკელ ქალად გრძნობდა და აიღო ახალი სახელი — მალიკა კუბვა („დიდი დედოფალი“ სუაჰილის ენაზე). ის ამტკიცებს, რომ ახლა თავს აფრიკელი ქალად მიიჩნევს და ხშირად ატარებს აფრიკულ ტრადიციულ ტანსაცმელს და აფრიკის კულტურაზე საუბრობს.





ის ამბობს, რომ აფრიკის კულტურა ყოველთვის იზიდავდა, და როცა კანი გაუმუქდა, თავი „უფრო ნამდვილად“ იგრძნო. ჟურნალისტების კითხვაზე — „ეს ხომ უბრალოდ ინექციაა, არა შინაგანი იდენტობა?“ — მარტინამ ასე უპასუხა: „ეს მხოლოდ გარეგნობა არ არის. მე ახლა სხვანაირად ვფიქრობ, სხვანაირად ვგრძნობ და ჩემი სული აფრიკელია.“

რა თქმა უნდა,მარტინას ქცევას ბევრი აკრიტიკებს, მას კულტურული მითვისებისა და რადიკალური თვითიდენტობის ექსპერიმენტებში გადაჭარბების გამო კიცხავენ. სხვები ამბობენ, რომ ეს მისი პირადი არჩევანია.