რადიკალიზმი პოპულარობისა და საყვარელი მამაკაცის გულის მოსაგებად - გერმანელმა სტიუარდესამ ჯერ მკერდი გაიზარდა 18 ზომამდე, მერე კი კანის ფერი შეიცვალა - მშობლები

რადიკალიზმი პოპულარობისა და საყვარელი მამაკაცის გულის მოსაგებად - გერმანელმა სტიუარდესამ ჯერ მკერდი გაიზარდა 18 ზომამდე, მერე კი კანის ფერი შეიცვალა

2025-11-05 15:14:11+04:00

ამ ქალბატონის ამბავი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, სადამდე შეიძლება წაიყვანოს ადამიანი საკუთარმა ილუზიებმა, ფანტაზიებმა და აკვიატებულმა იდეებმა, მით უმეტეს, თუ გვერდით არანაკლები წამქეზებელი გამოუჩნდება.

მარტინა ბიგი გერმანელი მოდელი და სატელევიზიო პერსონაა, რომელიც ცნობილი გახდა თავისი ექსტრემალური გარეგნული ცვლილებებითა და პლასტიკური ოპერაციებით.

ჩვეულებრივი სტიუარდესა

მარტინა ბიგი (ნამდვილი გვარია ადამი) 1988 წელს დაიბადა გერმანიაში, ქალაქ რაინლანდ-პფალცში. თავდაპირველად ბორტგამცილებლად, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მოდელობაც გამოუვიდოდა და თანაც, ექსტრავაგანტული გარეგნობით უნდა მიეპყრო ყურადღება.

5b715e088addd-1762342615.jpgiqv90hymeqqjluxcsab6-1762342616.jpg

6f2f00ae36cb310a620307403a427dd2-1762342615.jpg

ოპერაციები

თავად ამბობს, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ბარბის გარეგნობაზე და პამელა ანდერსონივით დიდ მკერდზე. თუმცა წამქეზებელიც აქტიური ჰყავდა - შეყვარებული მარტინი, რომელიც ახლაც მის გვერდითაა და ყველა წამოწყებაში მხარს უჭერს.

cofslvafcrkly-1762342616.jpeg

თავიდან კი მკერდისა და ტუჩის გადიდების იდეას აჰყვა და მოგვიანებით ძალიან ამაყობდა, რომ მის საყვარელ ქალს ევროპაში ყველაზე დიდი - 18 ზომა მკერდი ჰქონდა. დიახ, პირველი შედეგით მარტინა არ დაკმაყოფილდა და მრავალჯერადი მკერდის იმპლანტაცია გაიკეთა, ასევე იყენებს სპეციალურ ინექციურ ფორ-ფილერს, რომელიც მას საშუალებას აძლევს მკერდის ზომა თვითონაც შეცვალოს. „მინდოდა თავი მეგრძნო უფრო მიმზიდველად და უნიკალურად.“ - ამბობდა პირველი ოპერაციის შემდეგ. მერე კი მიხვდა, რომ მკერდის გაზრდა მას პოპულარობასა და მედიის ყურადღებას სულ უფრო ზრდიდა და ეს გზა გააგრძელა.

თუმცა ამითაც არ დაკმაყოფილდა.

2017 წელს მარტინამ გადაწყვიტა კანის ფერის შეცვლა სპეციალური მელანინის ინექციებით, რის შედეგადაც მისი კანი მნიშვნელოვნად გამუქდა. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ თავს აფრიკელ ქალად გრძნობდა და აიღო ახალი სახელი — მალიკა კუბვა („დიდი დედოფალი“ სუაჰილის ენაზე). ის ამტკიცებს, რომ ახლა თავს აფრიკელი ქალად მიიჩნევს და ხშირად ატარებს აფრიკულ ტრადიციულ ტანსაცმელს და აფრიკის კულტურაზე საუბრობს.

0-httpscdnimagesdailystarcoukdynamic122photos150000900x738904150-1762342615.webp

martina-big-440nw-10326925u-1762342616.jpgmartina-big-550nw-10326925d-1762342616.jpgnjrlvne8dgzdr1kqlcg4-1762342616.jpgtvn1k0ofo1y9dahftmfe-1762342616.jpg

ის ამბობს, რომ აფრიკის კულტურა ყოველთვის იზიდავდა, და როცა კანი გაუმუქდა, თავი „უფრო ნამდვილად“ იგრძნო. ჟურნალისტების კითხვაზე — „ეს ხომ უბრალოდ ინექციაა, არა შინაგანი იდენტობა?“ — მარტინამ ასე უპასუხა: „ეს მხოლოდ გარეგნობა არ არის. მე ახლა სხვანაირად ვფიქრობ, სხვანაირად ვგრძნობ და ჩემი სული აფრიკელია.“

martina-big-550nw-10069656ag-1762342616.jpg

რა თქმა უნდა,მარტინას ქცევას ბევრი აკრიტიკებს, მას კულტურული მითვისებისა და რადიკალური თვითიდენტობის ექსპერიმენტებში გადაჭარბების გამო კიცხავენ. სხვები ამბობენ, რომ ეს მისი პირადი არჩევანია.

რამდენიმე ფსიქოლოგმა, რომლებიც მის ისტორიაზე კომენტარს აკეთებდნენ (მაგალითად Daily Mail-ისა და RTL-ის გადაცემებში), ივარაუდა, რომ მარტინა შეიძლება განიცდიდეს „სხეულის იდენტობის ექსტრემალურ ფორმას“ — ანუ როცა ადამიანი გარეგნობას იცვლის საკუთარი „ფანტაზიური მეს“ შესაქმნელად.