"ნი­კუ­შამ ის­წავ­ლა ია­პო­ნუ­რი და ჰინ­დი, ხოლო ალი­სამ რუ­სუ­ლი და ახლა ფრან­გულს სწავ­ლობს... ორი­ვეს­თვის ინ­გლი­სუ­რი მე­ო­რე მშობ­ლი­უ­რი ენაა" - მიხეილ სააკაშვილი - მშობლები

"ნი­კუ­შამ ის­წავ­ლა ია­პო­ნუ­რი და ჰინ­დი, ხოლო ალი­სამ რუ­სუ­ლი და ახლა ფრან­გულს სწავ­ლობს... ორი­ვეს­თვის ინ­გლი­სუ­რი მე­ო­რე მშობ­ლი­უ­რი ენაა" - მიხეილ სააკაშვილი

2025-11-05 19:27:39+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობაზე საუბრობს, რაც მისი პრეზიდენტობის დროს ხორციელდებოდა. წერს თავის იმდროინდელ გეგმებზე, თუ როგორ აპირებდა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე დიპლომების დაცვა ინგლისურ ენაზე ყოფილიყო სავალდებულო.

"2003 წლის შემდეგ მე საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას, რაც სკანდინავიაში და ჰოლანდიაში გააკეთეს 70-იან წლებში.

შემოვიღეთ წესი რომ ტელევიზიებით ყველა უცხოური ფილმი უნდა გასულიყო არა დადებული ხმით, არამედ ორიგინალის ენით და ქართული სუბტიტრებით. ამ წესის აღსრულება მკაცრად კონტროლდებოდა შესაბამისი თანამშრომლების მიერ.

ამ მიდგომის შედეგად სკანდინავები და ჰოლანდიელები თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურად განსხვავებით დანარჩენი ევროპისგან, სადაც ფილმები გადიოდა დადებული ხმით.

შემდეგ, ჩამომყავდა წელიწადში 2 ათასი ამერიკელი მასწავლებელი. ვემზადებოდით ახალი კანონის მისაღებად, რომლებიც სამედიცინო საინჟინრო, არქიტექტორული ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დაავალდებულებდა დიპლომის ინგლისურად დაცვას.

ივანიშვილმა დახურა ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და გააუქმა ტელევიზიების ვალდებულებები ინგლისური ენის მხარდაჭერის, მას არაფერში სჭირდება, რომ ხალხმა ინფორმაცია მიიღოს ინგლისურ ენოვანი წყაროებიდან, თუმცა ამასობაში წამოგვეწია ტექნოლოგიური რევოლუცია. სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მე ვერ დავასრულე.

ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მაქსიმალურად ალაპარაკდნენ ინგლისურად. ამას მე ვატყობ ჩემი შვილების, ნიკუშას და ალისას მაგალითზე - ორივესთვის ბავშვობიდან ინგლისური მეორე მშობლიური ენაა. ამის პარალელურად ნიკუშამ ისწავლა იაპონური და ჰინდი, ხოლო ალისამ რუსული და ახლა ფრანგულს სწავლობს.

ისინი სახლში კი საუბრობენ ქართულად, მაგრამ განზოგადებულ თემებზე არჩევენ ინგლისურს. კარგია ეს თუ ცუდი? ერთის მხრივ ძალიან კარგი - თუ გვინდა რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ქართული, რომელიც ჩვენი უმთავრესი იდენტობაა, ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში და ჩვენ ამ კონტექსტში ვჯდებით".- წერს მიხეილ სააკაშვილი.