ცნობილი რუსი ჟურნალისტი 38 წლით უმცროს ქართველ ცოლთან ერთად გამოჩნდა - 23 წლის სოფია მისთვის მეხუთე ცოლია - მშობლები

ცნობილი რუსი ჟურნალისტი 38 წლით უმცროს ქართველ ცოლთან ერთად გამოჩნდა - 23 წლის სოფია მისთვის მეხუთე ცოლია

2025-11-06 09:56:16+04:00

რუსი ჟურნალისტი და რეჟისორი ალექსანდრ გორდონი, თავისი საქმიანობის გარდა იმით გახდა პოპულარული, რომ მართლა "ხელთათმანებივით იცვლის" ცოლებს. ამჟამად მის გვერდით მეხუთე ოფიციალური ცოლია და სხვადასხვა ურთიერთობიდან 4 შვილი ჰყავს.

61 წლის გორდონი გარკვეული დროის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში მეუღლესთან, 23 წლის არფისტ სოფია კალანდაძესთან ერთად. 3 ნოემბერს წყვილი ფილმ „ქარის“ პრემიერას დაესწრო.

original-1-1762409678.webp

original-2-1762409678.webp

​​წყვილმა წითელ ხალიჩაზე გაიარა და ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა, თუმცა ფრთხილობდნენ, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ.

ალექსანდრე გორდონი და სოფია კალანდაძე ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ, როდესაც გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო. სოფია, პიანისტ ბორის ბერეზოვსკის დისშვილი, ტელეწამყვანს ფესტივალზე გამოსვლისას ახლდა. 2022 წელს, 38 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილი ფარულად დაქორწინდა და მოგვიანებით ჯვარიც დაიწერეს. ქორწინებისას სოფია 20 წლის იყო და რუსული მედიის ცნობით, მისთვის ეს მეორე ქორწინებაა.

gordon9-43411-1762409678.jpeg

1011-1762409678.jpgsonya-1762409678.png

ეს გორდონის მეხუთე ქორწინებაა. მას ორი ვაჟი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, მსახიობ ნოზანინ აბდულვასიევასთან, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსი იყო. ასევე ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან მარინა ვერდნიკოვასთან და ჟურნალისტ ელენა პაშკოვასთან ურთიერთობებიდან.

სხვათა შორის, ასევე ქართველი იყო გორდონის მეორე ცოლი - მსახიობი ნანა კიკნაძე.

goddon2-43257-1762409678.jpg

მოგვიანებით ნანა ყვებოდა, რომ გორდონი საკმაოდ მესაკუთრე და ეჭვიანი ქმარი იყო.

მედიაში იმასაც უსვამენ ხაზს, რომ გორდონი არ არის მდიდარი, მხოლოდ ერთი სახლი და ავტომანქანაა მის საკუთრებაში. შემოსავლის დიდ ნაწილს კი ალიმენტებში იხდის. ასე რომ, ქალები მას სიმდიდრის გამო არ მიჰყვებიან.