38 წლის ასაკში 11 შვილის დედა - "ყველა ადვილი გასაზრდელი იყო. მეუღლეც მეხმარება და სტიმულს მაძლევს..." - მშობლები

38 წლის ასაკში 11 შვილის დედა - "ყველა ადვილი გასაზრდელი იყო. მეუღლეც მეხმარება და სტიმულს მაძლევს..."

2025-11-06 11:11:31+04:00
11 შვილი 38 წლის ასაკში - მარიამ არაბული სულ რამდენიმე დღის წინ მე-11 შვილის, გიორგის, დედა გახდა. მიუხედავად მრავალშვილიანი დედის სტატუსისა, პატარებზე ზრუნვასთან ერთად საყვარელ საქმესაც აკეთებს. ამბობს, რომ მეუღლე ძალიან ეხმარება და სტიმულს აძლევს.
ლაგვილავების ოჯახში 11 დედ-მამიშვილი იწყებს დილას და დიდი ჟრიამულია. "ყველა ადვილი გასაზრდელი იყო..." - ამბობს მარიამი, რომელიც ცდილობს, ყველა პატარას ყურადღება თანაბრად გაუნაწილოს და საკუთარ თავზეც იზრუნოს.