"ბავშვებს ძილის წინ საწოლზე გადარბენა, ხტუნვა უყვართ. მივცეთ მათ ამის საშუალება, ეს უფრო ეხმარება ბავშვს, რომ გემრიელად დაიძინოს" - ფსიქოლოგი განმარტავს - მშობლები

"ბავშვებს ძილის წინ საწოლზე გადარბენა, ხტუნვა უყვართ. მივცეთ მათ ამის საშუალება, ეს უფრო ეხმარება ბავშვს, რომ გემრიელად დაიძინოს" - ფსიქოლოგი განმარტავს

2025-11-06 14:13:10+04:00

ფსიქოლოგი და ინკლუზიის სპეციალისტი,ცირა ბარქაია, პოდკასტში "ჯანმრთელობის დღიურები" საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეხმარება ბავშვებს ძილის წინ ფიზიკური აქტიურობა მალე ჩაძინებაში:

- ხშირად ბავშვებს ძილის წინ საწოლზე გადარბენა, ხტუნვა უყვართ. ეს კარგია. მივცეთ ბავშვებს ამის საშუალება. ეს უკეთესია, ეს უფრო ეხმარება ბავშვს, რომ მერე დაწვეს და გემრიელად დაიძინოს, ვიდრე ვაიძულოთ, რომ საწოლში ჩაწვეს, გადაიფაროს საბანი, დიდხანს გვისმინოს და მერე ოდესღაც დაიძინოს. არ იძინებენ... ფიზიკური სტიმულაცია, საწოლზე ხტუნვა კარგია.