"ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი... იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი" - ნინი შერმადინი - მშობლები

"ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი... იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი" - ნინი შერმადინი

2025-11-07 09:29:19+04:00
მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, წერს, რომ მკვეთრად დაიკლო წონაში და ფოტოებს აქვეყნებს:
"ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ. ჰო, ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების (ჭურღულას) დამსახურებაა (სწორად რო ვაკეთებდე ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა). იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი. კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს.
სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ჰოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც.
გელოდებით ყველას 21 ნოემბერსფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ. დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, თორე შეუძლებელი არაფერია".