5 ტექ ოლიმპიადა, რომელში მონაწილეობაც თქვენს შვილსაც შეუძლია - მშობლები

5 ტექ ოლიმპიადა, რომელში მონაწილეობაც თქვენს შვილსაც შეუძლია

2025-11-07 14:05:50+04:00

ქართველები 2000 წლიდან მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ტექ ოლიმპიადაში და მათ ამ დროდმე 100 საპრიზო ჯილდო აქვთ მიღებული. ტექ ოლიმპიადებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია სათანადო მომზადებისა და საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

გაგაცნობთ იმ 5 ყველაზე მნიშვნელოვან ოლიმპიადას, რომელში მონაწილეობაც თქვენს შვილებსა და ახლობლებსაც შეუძლიათ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) მიზნად ისახავს ახალგაზრდა პროგრამისტების შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას, მათ უფრო მასშტაბურ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებას. თითოეულ ქვეყანას საშუალება აქვს ოლიმპიადაზე წარადგინოს 4 მონაწილე. დავალებები მოიცავს როგორც პროგრამირების საკითხებს, ისე ანალიტიკურ აზროვნებას, რაც წამყვანი IT სპეციალისტისთვის უმნიშვნელოვანესია. ოლიმპიადა 2017 წლიდან ტარდება და ქართველები მასში ყოველწლიურად მონაწილეობენ. ამ დრომდე ჩვენი ახალგაზრდების ჯილდოები ასე გამოიყურება: 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობის ტიტული.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI) არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს საუკეთესო მოსწავლე პროგრამისტებს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. ოლიმპიადა პირველად 1989 წელს ბულგარეთში გაიმართა და მას შემდეგ ყოველ ზაფხულს ტარდება სხვადასხვა მასპინძელ ქვეყანაში. ამ დრომდე ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ქართველებს მოპოვებული აქვთ 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი.

ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) გახლავთ საერთაშორისო პროგრამირების შეჯიბრი მხოლოდ გოგონებისათვის. კონკურსი მიზნად ისახავს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერულ თანაფარდობას უზრუნველყოფას, მოტივაციის გაძლიერებას გოგონებში და მათ სათანადო პროფესიულ განვითარებას. ოლიმპიადა პირველად 2021 წელს შვეიცარიაში, ციურიხში ჩატარდა. ქართველებს მოპოვებული აქვთ 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) შედარებით ახალი, მაგრამ მოწინავე საერთაშორისო შეჯიბრია, რომელიც ფოკუსირდება ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებებზე: მანქანური სწავლება, ნეირონური ქსელები, ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP), ხედვის სისტემა (computer vision) და სხვა. თითოეულ მონაწილე ქვეყანას შესაძლებლობა აქვს წარადგინოს 1 ან 2 გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 4 მოსწავლისგან.

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO) წარმოადგენს ეროვნულ დონეზე პროგრამირების კონკურსს, რომელიც ორგანიზებულია ადგილობრივი მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობს შეუძლიათ მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი მთავარი მიზანია სტუდენტების შემდგომში საერთაშორისო კონკურსებისთვის მზაობა უზრუნველყოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეულ ამ ოლიმპიადაში ქართველი მოსწავლეები წლებია მონაწილეობენ და უკვე არაერთი საპატიო ჯილდო აქვთ მიღებული. თუმცა ამიერიდან მათი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე გაიზრდება, რადგან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომლის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

ოლიმპიადებში მონაწილე და გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები წლების განმავლობაში აღწევენ დიდ წარმატებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ისინი დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები ან დამფუძნებლები არიან. მათ შორის არიან MIT-ის, Carnegie Mellon-ის, Vanderbilt-ის, Rice-ის, New York University Abu Dhabi-ის, Singapore National University-ის, Nanyang Technological University-ის და სხვა პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ოლიმპიადების მონაწილეები დღეს მუშაობენ ისეთ მეგაკორპორაციებში როგორებიცაა Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir Technologies, Amazon, Facebook, Databricks, Waymo და სხვები. მათი გამოცდილება და მიღწევები ქმნის ძლიერ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რომლის განვითარებასაც საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ში ახალ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს.

ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგბმულზე.

R