როგორც ცნობილია, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი დაინიშნა. მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა ნიშნობის ბეჭდით: "მე ვთქვი "კი".

ინსტაგრამ-გვერდზე მარიამს ბევრი ფოტო აქვს თავის რჩეულთან - ჯერემი ელენორთან ერთად.


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები ნინო ჩხეიძისა და მისი მეუღლის დაშორების შესახებ, რაზეც ნინომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. ყველა თავისებურად იგებს. მე და გიორგი 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა წარმატების დასაწყისში, ჩემი ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტში გიორგი ყოველთვის საყრდენი ძალა იყო. თუნდაც, სიმღერას რომ ვიწყებდი, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო და ის ყოველთვის გვერდში მედგა და გვერდში მიდგას დღემდე. ასე ამაზე საუბარი -"გაშორდი? არ გაშორდი?" - არ მინდა. მაგრამ, გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ყველაფერი კარგადაა."